პრემენსტრუალური სინდრომი
დაავადების აღწერა
პრემენსტრუალური სინდრომი სიმპტომების ნაკრებია, რაც მოიცავს: განწყობის ცვლილებებს, მკერდის მტკივნეულობას, გარკვეული საკვების მოთხოვნილებას, გაღიზიანებას, დაღლილობასა და დეპრესიას. დაახლოებით 3 ქალი 4 დან, რომელსაც მენსტრუაცია აქვს, განიცდის პრემენსტრუალური სინდრომის გარკვეულ სიმპტომებს ერთხელ მაინც.
პრემენსტრუალური სინდრომის სიმპტომები პროგნოზირებადია. ქალებში განსხვავებულია ფიზიკური და ემოციური ცვლილებები შეიძლება მსუბუქი, თითქმის შეუმჩნეველი ან ძალიან ინტენსიურიც კი იყოს.
ამის მიუხედავად, არ უნდა მისცეთ სიმპტომებს საშუალება, დააქვეითონ თქვენი ცხოვრების ხარისხი. მკურნალობით და ცხოვრების სტილის ცვლილებებით შეგიძლიათ სიმპტომების კონტროლი და პრემენსტრუალური სინდრომის შემსუბუქება.
გამომწვევი მიზეზი
ზუსტად რა იწვევს პრემენსტრუალურ სინდრომს, უცნობია, მაგრამ რამდენიმე ფაქტორი სავარაუდოდ მნიშვნელოვანია:
- ციკლური ცვლილებები ჰორმონების დონეებში. პრემენსტრუალური სინდრომის სიმპტომები ჩნდება და ქრება ჰორმონული ცვლილებების პარალელურად და საერთოდ ქრება ორსულობის და მენოპაუზის დროს.
- ქიმიური ცვლილებები თავის ტვინში. სეროტონინის დონის ცვლილება შესაძლოა ასოცირებული იყოს პრემენსტრუალურ სინდრომთან. სეროტონინი განწყობაზე პასუხისმგებელი ნეიროტრანსმიტერია. სეროტონინის ნაკლებობა შეიძლება იწვევდეს პრემენსტრუალურ დეპრესიას, ასევე დაღლილობას, საკვების მოთხოვნილებებსა და უძილობას.
- დეპრესია. ზოგიერთ ქალს, რომელიც უჩივის პრემენსტრუალურ სინდრომს, ასევე აწუხებს დეპრესიაც. თუმცა, დეპრესია თავისმხრივ არ იწვევს ყველა ამ სიმპტომს.
სიმპტომები
პოტენციური ნიშნებისა და სიმპტომების ჩამონათვალი გრძელია, მაგრამ ქალების უმეტესობას მხოლოდ რამდენიმე სიმპტომი აქვს.
ემოციური და ქცევითი სიმპტომები
- დაძაბულობა, შფოთვა
- დეპრესია
- ტირილი
- განწყობის ცვლილებები, გაღიზიანება, ბრაზი
- მადის ცვლილებები, საკვების მოთხოვნილება
- უძილობა
- სოციალური იზოლირება
- კონცენტრაციის უნარის დაქვეითება
ფიზიკური ნიშნები და სიმპტომები
- სახსრების ან კუნთების ტკივილი
- თავის ტკივილი
- დაღლილობა
- წონაში მატება შეკავებული სითხის გამო
- მუცლის შებერილობა
- მკერდის მტკივნეულობა
- აკნეს გამწვავება
- ყაბზობა ან ფაღარათი
ზოგიერთი ქალისთვის, ფიზიკური ტკივილები და ემოციური სტრესი იმდენად ძლიერია, რომ ხელი ეშლებათ ყოველდღიურ აქტივობებში. სიმპტომების სიმძიმის მიუხედავად, ნიშნები და სიმპტომები ძირითადად მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან 4 დღეში უნდა გაქრეს.
ქალების მცირე რაოდენობას პრემენსტრუალური სინდრომის ძლიერი სიმპტომები ყოველ თვეს აქვს. სინდრომის ამ ფორმას პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა ეწოდება.
პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობის სიმპტომებია: დეპრესია, განწყობის ცვლილება, ბრაზი, შფოთვა, გადაღლა, კონცენტრაციის ნაკლებობა, გაღიზიანება, დაძაბვა.
როდის მივმართოთ ექიმს
თუ ვერ აკონტროლებთ სიმპტომებს ცხოვრების სტილის შეცვლით და პრემენსტრუალური სინდრომის გამო ხელი გეშლებათ ცხოვრებაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.