გონორეა

დაავადების აღწერა

გონორეა არის სქესობრივად გადამდები ბაქტერიის მიერ გამოწვეული დაავადება, რომელიც ვლინდება ქალებშიც და კაცებშიც. გონორეა ძირითადად აზიანებს შარდსადენს, სწორ ნაწლავს და ყელს. ქალებში, გონორეა აგრეთვე აზიანებს საშვილოსნოს ყელს.

გონორეა ყველაზე ხშირად ვრცელდება სექსით, თუმცა ინფექციის მატარებელი დედის შემთხვევაში ბავშვი შეიძლება მშობიარობის პროცესში დაინფიცირდეს. ბავშვებში, გონორეა ძირითადად თვალებს აზიანებს.

გონორეა ხშირი ინფექციაა და ხშირ შემთხვევაში არ იწვევს სიმპტომებს. თქვენ შეიძლება არც იცოდეთ, რომ დაინფიცირებული ხართ. სექსისგან თავის შეკავება, პრეზერვატივის გამოყენება და მონოგამიურ ურთიერთობაში ყოფნა სქესობრივად გადამდები დაავადებებისან თავდაცვის საუკეთესო საშუალებებია.

გამომწვევი მიზეზი

გონორეას იწვევს ბაქტერია ნეისერია გონორეა (Neisseria gonorrhoeae). გონორეას ბაქტერია ყველაზე ხშირად ერთი ადამიანიდან მეორეს გადაეცემა ორალური, ანალური და ვაგინალური სქესობრივი კონტაქტის დროს.

სიმპტომები

ხშირ შემთხვევაში გონორეა არ იწვევს სიმპტომების გაჩენას. თუკი სიმპტომები გაჩნდება, ისინი შეიძლება ვლინდებოდნენ სხეულის ბევრ ნაწილში, ყველაზე ხშირად გენიტალურ ტრაქტში.

გონორეა, რომელიც აზიანებს გენიტალურ ტრაქტს.

გონორეული ინფექციის ნიშნები და სიმპტომები კაცებში:

  • მტკივნეული შარდვა
  • ჩირქისმაგვარი გამონადენი პენისის წვერიდან
  • ცალი სათესლის შესიება ან ტკივილი



გონორეული ინფექციის ნიშნები და სიმპტომები ქალებში:

  • ჭარბი გამონადენი საშოდან
  • მტკივნეული შარდვა
  • საშოდან სისხლდენა პერიოდებს შორის, მაგალითად ვაგინალური სექსის შემდეგ
  • მუცლის ტკივილი
  • მენჯის ტკივილი



გონორეა სხეულის სხვა ნაწილებში

გონორეას შეუძლია დააზიანოს სხეულის შემდეგი ნაწილები:

  • სწორი ნაწლავი. ნიშნები და სიმპტომებია ანუსის ქავილი, სწორი ნაწლავიდან ჩირქისმაგვარი გამონადენი, ტუალეტის ქაღალდზე სისხლის ლაქები და კუჭში გასვლისას დაძაბვის საჭიროება.
  • თვალები. გონორეა, რომელიც აზიანებს თვალებს, იწვევს თვალების ტკივილს, სინათლისადმი მგრძნობელობას და ერთი ან ორივე თვალიდან ჩირქისმაგვარ გამონადენს.
  • ყელი. ყელის ინფექციის ნიშნები და სიმპტომებია ყელის ტკივილი და ყელის არეში შესიებული ლიმფური კვანძები.
  • სახსრები. თუ ერთი ან ორივე სახსარი დაინფიცირდება ბაქტერიით (სეპტიური ართრიტი), ეს დაზიანებული სახსრები შეიძლება იყვნენ ცხელი, წითელი, შესიებული და ძალიან მტკივნეული, განსაკუთრებით დაზიანებული სახსრის მოძრაობისას.



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართ ექიმს, თუ შეამჩნევთ რაიმე ნიშანს ან სიმპტომს, მაგალითად შარდსვისას წვის შეგრძნებას ან ჩირქისმაგვარ გამონადენს პენისიდან, ვაგინიდან ან სწორი ნაწლავიდან.

აგრეთვე დაგეგმეთ ექიმთან ვიზიტი თუ თქვენს პარტნიორს დაუსვეს გონორეას დიაგნოზი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ არ გივლინდებათ არცერთი ნიშანი და სიმპტომი. თუ თქვენ არ იმკურნალებთ, თქვენ შეიძლება გადადოთ პარტნიორს ინფექცია იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი მკურნალობის კურსს გაივლის.