მხრის კუნთების დაზიანება

დაავადების აღწერა

მხრის კუნთების დაზიანებაში იგულისხმება იმ კუნთების, მათი მყესების დაზიანება, რომლებიც მდებარეობს მხრის სახსართან და უზრუნველყოფს მხრის სახსარში ძვლების სტაბილიზაციას. მხრის კუნთების დაზიანება შეიძლება გახდეს მხრის ყრუ ტკივილის მიზეზი, რომელიც ხშირად უარესდება თუ დაზიანებულ მხარეს წვებითი ძილის დროს.

მხრის კუნთების დაზიანება ყველაზე ხშირად ვითარდება დატვირთვის დროს, სპორტული აქტივობების გამო. მაგალითებია: მღებავები, მუშები, ბეისბოლის მოთამაშეები, ჩოგბურთის მოთამაშეები. მხირს კუნთების დაზიანების რისკი მატულობს ასაკთან ერთად.

მხრის კუნთების დაზიანების მქონე მრავალი პაციენტი გადის ფიზიკურ თერაპიას. ეს ვარჯიშები აძლიერებს კუნთებს და მატებს მათ ელასტიურობას.

ზოგჯერ, კუნთების დაზიანება მხოლოდ ერთჯერადი ტრავმის შედეგია. ამ შემთხვევებში, სამედიცინო ჩარევა რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს. მძიმე დაზიანებების დროს საჭიროა ქირურგიული ჩარევაც, ან მყესის ან სახსრის ჩანაცვლება.

გამომწვევი მიზეზი

მხრის კუნთების დაზიანება შესაძლოა მხრის ტრავმის შედეგი იყოს ან პროგრესიული დეგენერაციის, რომელიც მყესის ქსოვილს ეხება. განმეორებითი მოძრაობები, სიმძიმეების აწევა დიდი ხნის განმავლობაში და ძვლოვანი გამონაზარდების გაჩენა სახსრის გარშემო შესაძლოა გახდეს მყესის დაზიანების მიზეზი.

სიმპტომები

მხრის კუნთების დაზიანებით გამოწვეული ტკივილი:

  • ყრუა, ლოკალიზაციით–მხარში
  • ხელს გიშლით ძილის დროს, განსაკუთრებით დაზიანებულ მხარეს წოლისას
  • ართულებს თმის დავარცხნას ან ზურგთან ხელის მიტანას
  • თან ახლავს კიდურის სისუსტე



როდის მივმართოთ ექიმს

მხრის ტკივილი, რომელიც ცოტა ხანს გასტანს, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობითაც გამოკეთდება. მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ, თუ განვითარდა დაზიანების შემდგომი მოძრაობის შეზღუდვა. ამ დროს შესაძლებელია მხრის კუნთების გაგლეჯა. თუ ტკივილი რამდენიმე კვირაზე მეტს გასტანს ან გაქვთ დიაგნოსტირებული მხრის კუნთების დაზიანება, უნდა მიმართოთ სპეციალისტს, რადგან ქირურგიული ჩარევაც დროული უნდა იყოს, საჭიროების მიხედვით.