მხრის ამოვარდნილობა
დაავადების აღწერა
მხრის ამოვარნდა ვითარდება მაშინ, როდესაც მხრის ძვალი სასახსრე ღრუდან დისლოცირდება. მხრის სახსარი სხეულში ყველაზე მოძრავი სახსარია, შესაბამისად იგი მიდრეკილია ამოვარდნისკენ.
თუ თქვენ ეჭვი გაქვთ, რომ ამოგივარდათ მხარი, მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება. პაციენტების უმრავლესობას მდგომარეობა სრუალდ უუმჯობესდება რამოდენიმე კვირაში. თუ თქვენ ამოგივარდათ მხარი, სახსარი შესაძლოა გახდეს არამდგრადი და ხშირად ამოვარდეს.
გამომწვევი მიზეზი
- სპორტული ტრავმები. მხრის ამოვარდნა ხშირია კონტაქტურ სპორტებში, როგორიცაა: ფეხბურთი და ჰოკეი. ამოვარდნა აგრეთვე ხშირია ისეთ სპორტებში, რომლის დროსაც ხშირია ძირს დაცემა: თხილამურებით სრიალი, ტანვარჯიში და ფრენბურთი.
- არასპორტული ტრავმული დაზიანებები. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად განვითარებულმა მხრის დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი ამოვარდნა.
- წაქცევა. მხრის ამოვარდნა შესაძლოა განვითარდეს ძირს დაცემისგან, მაგ. კიბიდან ჩამოვარდის შედეგად, ან დაუმაგრებელ ხალიჩაზე ფეხის დაცდენის დროს.
სიმპტომები
- აშკარად დეფორმირებული ან ამოვარდნილი მხარი
- შესიება ან ჩალურჯება
- ინტენსიური ტკივილი
- სახსრის მოძრაობის შეზღუდვა
- არ გაამოძრავოთ სახსარი. შეიხვიეთ ან გააჩერეთ სახსარი მიმდინარე მდგომარეობაში. არ გაამოძრავოთ მხარი წინ ან უკან თავდაპირველი მდგომარეობის დასაბრუნებლად. ამ მოძრაობებმა შეიძლება დააზიანოს მხრის სახსარი და მის გარშემო არსებული კუნთები, იოგები, ნერვები ან სისხლძარღები.
- ყინულები სახსარზე. მხარზე ყინულების დადებას შეუძლია შეამციროს ტკივილი და შესიება. ყინული აკონტროლებს შინაგან სისხლდენასა და სითხის დაგროვებას სახსრების გარშემო.