შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1

დაავადების აღწერა

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1, აგრეთვე ცნობილი, როგორც იუვენილური დიაბეტი და ინსულინ-დამოკიდებული დიაბეტი არის ქრონიკული მდგომარეობა, რომლის დროსაც ინსულინი არ წარმოქმნის ან მცირე რაოდენობით წარმოქმნის ინსულინს. ინსულინი საჭიროა გლუკოზის ენერგიის წარმოსაქმნელად უჯრედებში შესვლისთვის. ბევრად უფრო გავრცელებული შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 ვითარდება, როდესაც ორგანიზმი ხდება ინსულინისადმი რეზისტენტული ან არ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს.

ბევრი ფაქტორი იწვევს შაქრიანი დიაბეტის 1 ტიპს, მათ შორის გენეტიკა და ზოგიერთ ვირუსთან კონტაქტი. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 ხშირად ვითარდება ბავშვობის ან მოზარდობის ასაკში, თუმცა იგი აგრეთვე შეიძლება განვითარდეს ზრდასრულბოის ასაკში.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 განუკურნებადია, თუმცა შესაძლებელია მისი მართვა. დღევანდელ დღეს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 მქონე ადამიანებს შეუძლიათ უფრო ხანგრძლივად და ჯანმრთელად ცხოვრება.

გამომწვევი მიზეზი

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 ზუსტი მიზეზი უცნობია. ხშირ შემთხვევაში ადამიანის იმუნური სისტემა, რომელიც ნორმაში ბაქტერიებს და ვირუსებს ებრძვის, ანადგურებს პანკრეასის ინსულინის წარმომქნელ უჯრედებს. ამ პროცესში შეიძლება როლს თამაშობდეს გენეტიკა და გარემოფაქტორები, მაგალითად ვირუსები.

ინსულინის როლი

პანკრეასის კუნძულების განადგურების შედეგად ორგანიზმი ინსულინს აღარ წარმოქმნის. ინსულინი არის პანკრეასის მიერ გამომუშავებული ჰორმონი. პანკრეასი მდებარეობს კუჭის უკან და ქვემოთ.

  • პანკრეასი ინსულინს გამოყოფს სისხლში.
  • ინსულინი ცირკულირებს და ხელს უწყობს გლუკოზის უჯრედებში შესვლას.
  • ინსულინი ამცირებს სისხლში გლუკოზის დონეს.
  • სისხლში გლუკოზის შემცვლელობის დაქვეითებასთან ერთად მცირდება ინსულინის გამოყოფა.



გლუკოზის როლი

გლუკოზა არის შაქარი, რომელიც არის კუნთოვანი და სხვა ქსოვილების უჯრედების ენერგიის ძირითადი წყარო.

  • გლუკოზის ძირითადი წყაროებია საკვები და ღვიძლი.
  • გლუკოზა ნაწლავებიდან შეიწოვება სისხლში, საიდანაც იგი ინსულინის დახმარებით უჯრედებში ხვდება.
  • ღვიძლი გლუკოზას გლიკოგენის ფორმით ინახავს.
  • როდესაც გლუკოზის დონე ეცემა, ღვიძლი გლიკოგენს გლუკოზად გარდაქმნის და ინარჩუნებს სისხლში გლუკოზის ნორმალურ დონეს.



შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 დროს, ინსულინის ნაკლებობის გამო გლუკოზა ვერ შედის უჯრედებში, რის გამოც იგი გროვდება სისხლში და იწვევს სერიოზულ გართულებებს.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 მიზეზი განსავავებულია ტიპი 2-სგან. ტიპი 2 დროს პანკრეასის უჯრედები ფუნქციონირებენ, თუმცა ან ორგანიზმი რეზისტენტულია გლუკოზის მიმართ, ან პანკრეასი არ წარმოქმნის საკმარის ინსულინს, ან ორივე ერთად.

სიმპტომები

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 იწვევს ნიშნებისა და სიმპტომების უეცრად გაჩენას. ესენია:

  • გაძლიერებული წყურვილი
  • ხშირი შარდვა
  • უნებლიე შარდვა ბავშვებში, რომლებსაც მანამდე არ ახასიათებდათ იგი
  • შიმშილის გრძნობა
  • წონაში უმიზეზი კლება
  • გაღიზიანებულობა და ხასიათის სხვა ცვლილებები
  • დაღლილობა და სისუსტე
  • მხედველობის დაბინდვა
  • ქალებში, საშოს სოკოვანი ინფექცია



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ნიშანი და სიმპტომი.