გოგირდის საცობი

დაავადების აღწერა

გოგირდის საცობი ვითარდება მაშინ, როდესაც ყურის გოგირდი(ცერუმენი) გროვდება ყურში და მყარდება იმდენად, რომ მისი ბუნებრივად გამორეცხვა რთულია.

ყურის გოგირდი ბუნებრივი ნაწილია ორგანიზმის დამცველობითი სისტემისა. იგი ასუფთავებს, პოხავს და იცავს ყურს არხს მტვრისგან და ბაქტერიების გამრავლებისაგნ.

თუ გოგირდის საცობი გართულდა, ექიმი მონახავს იოლ გზებს გოგირდის ფრთხილად ამოსაღებად.

გამომწვევი მიზეზი

ყურებში გოგირდი წარმოიქმნება ყურის არხების გარეთა ნაწილის ამომფენ კანში არსებული ჯირკვლების მიერ. გოგირდი და მცირე ზომის თმა ამ არხებში იჭერს მტვერს და სხვა უცხო სხეუელბს, რომელთაც შეუძლიათ უფრო ღრმა სტრუქტურების დაზიანება, როგორიცაა დაფის აპკი.

ადამიანების უმრავლესობის შემთხვევაში, ყურის გოგირდი რეგულარულად გადმოდის ყურის შესავალთან, საიდანაც იგი იწმინდება ან გადმოვარდება, რათა ჩანაცვლდეს ყურის ახლადწარმოქმნილი გოგირდის მიერ. თუ თქვენს ყურში წარმოიქმნეა ჭარბი რაოდენობით გოოგირდი, ან არ ხდება გოგირდის ეფქტური გასუფთავება, შედეგად შესაძლოა განვითარდეს მისი დაგროვება და ყურის არხის დახშობა.

გოგირდის საცობი ხშირად ვითარდება იმ ადამიანებში, ვინც ცდილობს ბამბით ან რაიმე სხვა ხელსაწყოთი ყურის გასუფთავებას. პროცესი, უმეტეს შემთხვევაში, გოგირდისგან გათავისუფლების მაგივრად, მას უფრო სიღრმეში გადაანაცვლებს.

სიმპტომები

გოგირდის საცობების სიმპტომები:

  • ყურის ტკივილი
  • დაზიანებულ ყურში სისავსის შეგრძნება
  • ჟღარუნის ხმა ან ხმაური ყურში(ტინიტუსი)
  • დაქვეითებული სმენა დაზიანებული ყურის მხარეს
  • თავბრუსხვევა
  • ხველა ან დახშობის შეგრძნება ყლაპვისას



როდის მივმართოთ ექიმს

გოგირდის საცობის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

სიმპტომები შესაძლოა სხვა დაავადებაზე მიუთითებდნენ. ზოგჯერ, პაციენტს მიაჩნია რომ ყურის გოგირდის მოვლა თავადაც შეუძლია, თუმცა არ არსებობს გზა მიხვდე, რომ გაქვს ჭარბი რაოდენობით გოგირდი ექიმის ჩარევის გარეშე. სიმპტომები, როგორიცაა ყურის ტკივილი ან დაქვეითებული სმენა, აუცილებლად გოგირდის საცობზე არ მიუთითებს. თქვენ შესაძლოა გქონდეთ სხვა დაავადება, რომელიც აზიანებს ყურს.

გოგირდის გასუფთავება ყველაზე ფაქიზად ექიმს შეუძლია. ყურის არხი და დაფის აპკი ფაქიზი ორგანოებია, რომლის დაზიანებაც გოგირდით მარტივად ხდება. ნუ ეცდებით გოგირდის მოცილებას რაიმე ხელსაწყოს გამოყენებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გადატანილი გაქვთ ყურის ქირურგიული ოპერაცია, აღგენიშნებათ ღრუ(პერფორაცია) დაფის აპკში ან გაქვთ ყურის ტკივილი და გამონადენი.

ბავშვებში, როგორც წესი, ყურის შემოწმება ნებისმიერი სამედიცინო გამოკვლევის ნაწილია. საჭიროების შემთხვევაში, ექიმს შეუძლია ჭარბი რაოდენობის გოგირდის მოცილება ბავშვის ყურიდან.