ჭინჭრის ციება, ანგიოედემა

დაავადების აღწერა

ჭინჭრის ციება, აგრეთვე ცნობილი როგორც ურტიკარია, არის კანის ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს კანზე პატარა ლაქების და დიდი ზომის ბუშტების გაჩენას. ჭინჭრის ციება შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთმა საკვებმა, მედიკამენტმა და სხვა ნივითერებებმა.

ანგიოედემა არის კანის ღრმა ფენების შეშუპება, რომელიც ხშირად ვითარდება თვალების და ტუჩების გარშემო. უმეტეს შემთხვევაში ჭინჭრის ციება და ანგიოედემა უვნებელია და მკურნალობის გარეშე ქრება.

ჭინჭრის ციებას და ანგიოედემას ყველაზე ხშირად ანტიჰისტამინური პრეპარატებით მკურნალობენ. მწვავე ანგიოედემა შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში იყოს, რადგან ენისა და ყელის შეშუპების შედეგად შეიძლება დაიხშოს სასუნთქვი გზები.

გამომწვევი მიზეზი

ჭინჭრის ციების და ანგიოედემის გამომწვევი მიზეზებია:

  • საჭმელი. ბევრ საჭმელს შეუძლია გამოიწვიოს რეაქცია მგრძნობიარე ადამიანებში. ხშირია ალერგია მოლუსკებზე, თევზზე, მიწის თხილზე, თხილზე, კვერცხზე და რძეზე.
  • მედიკამენტები. თითქმის ყველა მედიკამენტს შეუძლია ჭინჭრის ციების და ანგიოედემის გამოწვევა. ხშირი გამომწვევებია პენიცილინი, ასპირინი, იბუპროფენი, ნაპროქსენი და წნევის წამლები.
  • ხშირი ალერგენები. ჭინჭრის ციებას და ანგიოედემას ხშირად იწვევს მცენარის მტვერი, ცხოველების ქერტლი, ლატექსი და მწერების ნაკბენები.
  • გარემო ფაქტორები. ამის მაგალითებია სიცხე, სიცივე, მზის სხივები, წყალი, ზეწოლა კანზე, ემოციური სტრესი და ვარჯიში.
  • სხვა დაავადება. ჭინჭრის ციება და ანგიოედემა შეიძლება განვითარდეს სისხლის გადასხმის, იმუნური სისტემის პათოლოგიების (მგლურა), ზოგიერთი ტიპის სიმსივნის (ლიმფომა), ფარისებრი
  • ჯირკვლის პათოლოგიების და ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების (ჰეპატიტი, აივ, ციტომეგალოვირუსი, ებშტეინ-ბარის ვირუსი) საპასუხოდ.
  • გენეტიკა. თანდაყოლილი ანგიოედემა დაავადების იშვიათი გენეტიკური ფორმაა. იგი დაკავშირებულია იმუნური სისტემის მაკონტროლებული სისხლის ზოგიერთი პროტეინის ნაკლებობასთან ან არასწორ ფუნქციონირებასთან.

სიმპტომები

ჭინჭრის ციებასთან დაკავშირებული ბუშტუკები შეიძლება იყვნენ:

  • წითელი ან კანის ფერი
  • ახასითებდეთ ქავილი
  • ოვალური ან მატლის ფორმის
  • რამდენიმე მილიმეტრის ან სანტიმეტრის დიამეტრის



ჭინჭრის ციება ძირითადად 24 საათში ქრება. ქრონიკული ჭინჭრის ციება შეიძლება თვების ან წლების განმავლობაში გაგრძელდეს.

ანგიოედემა

ანგიოედემა არის ჭინჭრის ციების მსგავსი რეაქცია, რომელიც კანის ღრმა ფენებში ვითარდება. იგი ყველაზე ხშირად ჩნდება თვალების, ლოყების და ტუჩების გარშემო. ჭინჭრის ციება და ანგიოედემა შეიძლება განვითარდეს ცალცალკე ან ერთდროულად.

ანგიოედემის ნიშნები და სიმპტომებია:

  • დიდი, სქელი, მკვრივი ბუშტუკები
  • შესიება და სიწითლე
  • დაზიანებულ არეში ტკივილი და სიმხურვალე



როდის მივმართოთ ექიმს

ჭინჭრის ციების და ანგიოედემის საშუალო სიმძიმის შემთხვევების მკურნალობა სახლიდან გაუსვლელად შეიძლება. მიმართეთ ექიმს თუ სიმპტომები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.
მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება თუ იგრძნობთ ყელის შეშუპებას ან გიჭირთ სუნთქვა.