იმპეტიგო

დაავადების აღწერა

იმპეტიგო არის ძლიერ გადამდები კანის ინფექცია, რომელიც ძირითადად ვლინდება ჩვილებში და ბავშვებში. იმპეტიგოს დროს გვხვდება წითელი წყლულები სახეზე, განსაკუთრებით ბავშვის ცხვირის და პირის გარშემო. წყლულები სკდება და წარმოქმნის თაფლისფერ ქერქებს.

იმპეტიგო შეიძლება თავის ალაგდეს ორ-სამ კვირაში, მაგრამ ანტიბიოტიკები ამცირებენ დაავადების ხანგრძლივობას და ხელს უშლიან დაავადების გავრცელებას სხვა ადამიანებში.

შეიძლება საჭირო გახდეს ბავშვის სახლში დატოვება სანამ იგი გადამდები აღარ იქნება, რაც ხდება ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებიდან საშუალოდ 24-48 საათში. ანტიბიოტიკების გარეშე, იმპეტიგი გადამდებია წყლულების გაქრობამდე.

გამომწვევი მიზეზი

თქვენ დაუცველი ხართ იმპეტიგოს გამომწვევ ბაქტერიასთან თუ შეეხებით დაავადებული ადამიანის წყლულებს ან საგნებს, რომლებსაც ისინი შეეხნენ – მაგალითად ტანსაცმელს, ზეწრებს, პირსახოცებს და სათამაშოებს.

სიმპტომები

იმპეტიგოს კლასიკური ნიშნები და სიმპტომებია წითელი წყლულები, რომლებიც სწრაფად სკდებიან, შემდეგი რამოდენიმე დღე გვხვდება გამონადენი, რომლის შემდეგ ფორმირდება თაფლისფერი ქერქი. წყლულები ძირითადად გვხვდება ცხვირის და პირის გარშემო, მაგრამ ისინი თითებით, ტანსაცმლითა და პირსახოცით შეიძლება გავრცელდნენ სხეულის სხვა ნაწილებშიც.

დაავადების უფრო იშვიათი ფორმაა ბულოზური იმპეტიგო, რომელსაც ახასიათებს უფრო დიდი ზომის წყლულები ჩვილების და პატარა ბავშვების ტანზე და პამპერსის არეში.

იმპეტიგოს უფრო სერიოზული ფორმა, სახელად ექთიმა, უფრო ღრმად შეიჭრება კანში და იწვევს მტკივნეულ სითხით ან ჩირქით სავსე წყლულებს, რომლებიც შემდეგ უფრო ღრმა წყლულებად გარდაიქმნებიან.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენს ბავშვს აქვს იმპეტიგო, გაესაუბრეთ თქვენს ოჯახის ექიმს, თქვენი ბავშვის პედიატრს ან დერმატოლოგს.