შავი აკანტოზი
დაავადების აღწერა
კანის ასეთი პათოლოგიები ძირითადად ჭარბწონიან და დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში გვხვდება. თუ ბავშვს აქვს კანის ეს დარღვევა, დიდი რისკი არსებობს მეორე ტიპის დიაბეტის განვითარებისაც. უფრო იშვიათად, შავი აკანტოზი რომელიმე შინაგანი ორგანოს სიმსივნის ნიშანიც შეიძლება იყოს, მაგალითად კუჭის ან ღვიძლის.
შავი აკანტოზი ყველაზე ხშირად ამერიკელ ინდიელებში, შავკანიანებსა და ლათინოს პოპულაციებში გვხვდება. აკანტოზის კონკრეტული მკურნალობის მეთოდი არ არსებობს. იმ დარღვევის მკურნალობამ, რომელმაც აკანტოზი გამოიწვია, შესაძლოა აღადგინოს კანის ნორმალური ფერი და ტექსტურა.
გამომწვევი მიზეზი
შავ აკანტოზს უკავშირებენ სხვადასხვა დარღვევებს:
- რეზისტენტულობა ინსულინზე. აკანტოზით დაავადებული პაციენტების უმრავლესობა ასევე რეზისტენტულია ინსულინზე (ჰორმონი, რომელსაც პანკრეასი გამოყოფს და სხეულში შაქრის დონეს არეგულირებს). რეზისტენტულობა ინსულინზე ის მდგომარეობაა, რომელიც გადაიზრდება მეორე ტიპის დიაბეტში.
- ჭარბწონიანობა. აკანტოზი ჭარბწონიან ადამიანებსაც ხშირად ემართებათ, რაც რისკ–ფაქტორია ინსულინის რეზისტენტულობის განვითარებისათვის.
- ჰორმონალური დარღვევები. აკანტოზი ხშირად ემართებათ პაციენტებს, რომლებსაც ასევე აქვთ საკვერცხის კისტები, ნაკლებაქტიური ფარისებრი ან თირკმელზედა ჯირკვლის პრობლემები.
- მედიკამენტები. ორალური კონტრაცეპტივები, კორტიკოსტეროიდები (პრედნიზოლონი) და სხვა წამლები იწვევენ აკანტოზს. ასევე, ნიაცინის მაღალი დოზა.
- სიმსივნე. აკანტოზი შესაძლოა რომელიმე შინაგანი ორგანოს სიმსივნის ნიშანი იყოს, როგორიცაა კუჭი, მსხვილი ნაწლავი ან ღვიძლი.
სიმპტომები
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს თუ შეამჩნევთ კანის ასეთ ცვლილებას, განსაკუთრებით თუ ცვლილებები მალე განვითარდა. შესაძლოა გქონდეთ სხვა დარღვევა, რომელმაც აკანტოზი გამოიწვია და საჭიროებს მკურნალობას.