მწვავე ლიმფოციტური ლეიკემია
დაავადების აღწერა
სიტყვა “მწვავე” ამ დაავადებასთან მიმართებაში იმიტომ გამოიყენება, რომ იგი სწრაფად პროგრესირებს და გვხვდება მოუმწიფებელი უჯრედების კონცენტრაციის ზრდა. “ლიმფოციტური” კი ნიშნავს, რომ დაავადება ეხება სისხლის თეთრ უჯრედებს–ლიმფოციტებს. მწვავე ლიმფოციტური ლეიკემია ასევე ცნობილია, როგორც მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია.
მწვავე ლიმფოციტური ლეიკემია ბავშვებში ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა. სწორი მკურნალობა სრული გამოჯანმრთელების საკმაოდ მაღალ შანსს იძლევა. მწვავე ლიმფოციტური ლეიკემია მოზრდილებსაც ემართებათ, თუმცა ამ შემთხვევაში განკურნება უფრო რთულია.
გამომწვევი მიზეზი
ჯერჯერობით უცნობია, რა იწვევს დნმ–ს მუტაციებს მწვავე ლიმფოციტური ლეიკემიის დროს, თუმცა დადგენილია, რომ პაციენტების უმრავლესობას ეს დაავადება მემკვიდრეობით არ მიუღია.
სიმპტომები
მწვავე ლიმფოციტური ლეიკემიის ნიშნები და სიმპტომებია:
- სისხლდენა ღრძილებიდან
- ძვლების ტკივილი
- სიცხე
- ხშირი ინფექციები
- ხშირი ან მძიმე სისხლდენა ცხვირიდან
- შესიებული ლიმფური ჯირკვლები კისერში, იღლიაში, მუცელში ან საზარდულში
- ფერმკრთალი კანი
- სუნთქვის უკმარისობა
- სისუსტე, დაღლილობა, ენერგიის ზოგადი ნაკლებობა
როდის მივმართოთ ექიმს
- დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან ან თქვენი ბავშვის ექიმთან თუ შეამჩნევთ ამ სიმპტომებს. მწვავე ლიმფოციტური ლეიკემიის ზოგიერთი ნიშანი წააგავს გრიპის ნიშნებს, თუმცა გრიპის სიმპტომები გაივლის, ლეიკემიისგან განსხვავებით.