ამენორეა

დაავადების აღწერა

ამენორეა არის მენსტრუაციის არ ქონა- ერთი ან მეტი მენსტრუალური პერიოდის გამოტოვება. ქალებმა, რომლებმაც გამოტოვეს მინიმუმ სამი მენსტრუალური პერიოდი მიყოლებით, აქვთ ამენორეა. ამენორეა ასევე აქვთ გოგონებს, რომლებსაც არ დაწყებიათ მენსტრუაცია 15 წლამდე.

ამენორეის ყველაზე ხშირი მიზეზი ფეხმძიმობაა. ამენორეის სხვა მიზეზები შეიძლება იყოს რეპროდუქციულ ორგანოებთან ან ჰორმონების მარეგულირებელ ჯირკვლებთან დაკავშირებული პრობლემები. გამომწვევი მიზეზის მკურნალობა ხშირად წყვეტს ამენორეის პრობლემას.

გამომწვევი მიზეზი

ამენორიის მიზეზი შეიძლება იყოს მრავალი. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა იყოს ნორმა გამომდინარე ქალის ცხოვრებიდან, თუმცა სხვა შემთხვევებში ამ მდგომარეობას იწვევს ზოგიერთი წამლის გვერდითი მოვლენა ან რაიმე პათოლოგია

ბუნებრივი ამენორეა
ამენორეის ბუნებრივი მიზეზები ნორმალური ცხოვრების პირობებში:

  • ფეხმძიმობა
  • ძუძუთი კვება
  • მენოპაუზა
  • ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები



ქალები, რომლებიც მოიხმარენ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს შესაძლოა არ ქონდეთ მენსტრუალური პერიოდები. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ისინი წყვეტენ ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღებას, დრო უნდა გავიდეს იმისათვის რომ დაბრუნდეს ნორმალურო ოვულაცია და მენსტრუალური ციკლი. ჩასახვის საწინააღმდეგო საინექციო ან იმპლანტირებული საშუალებები აგრეთვე იწვევენ ამენორეას. ამენორეას იწვევენ ასევე შიდა საშვილოსნოს მოწყობილობები.

მედიკამენტები, განსაკუთრებით პენიცილინი ან პენიცილინზე დაფუძნებული ანტიბიოტიკი
ზოგიერთი წამალი აჩერებს მენსტრუალურ პერიოდებს:

  • ანტიპსიქოტური მედიკამენტები
  • კიბოს ქიმიოთერაპია
  • ანტიდეპრესანტები
  • სისხლის წნევის დასარეგულირებელი წამლები
  • ალერგიისთვის განკუთვნილი მედიკამენტები


ცხოვრების წესით გამოწვეული მიზეზები
ზოგჯერ ამენორეის მიზეზი შეიძლება იყოს ცხოვრების წესი:

  • დაბალი წონა. ძალიან დაბალი წონა – ნორმალურ წონაზე 10 %-ით ნაკლები- ხელს უშლის სხეულში ჰორმონების ნორმალურ ფუნქციონირებას და აფერხებს ოვულაციას. ქალებს, რომლებსაც აქვთ კვებითი აშლილობა, როგორიცაა ანორექსია და ბულემია, ხშირად უჩერდებათ მენსტრუალური პერიოდი ჰორმონული ცვლილებების გამო.
  • ზედმეტი ვარჯიში. ქალებს, რომლებიც მონაწილეობენ ისეთ საქმიანობაში, რასაც ესაჭიროება მკაცრი ვარჯიში, მაგალითად როგორც ბალეტში, შესაძლოა შეუჩერდეთ მენსტრუალური ციკლი. რამოდენიმე ფაქტორის კომბინაცია იწვევს ათლეტებში მენსტრუალური პერიოდის გამოტოვებას: სხეულში ცხიმის დაბალი შემცველობა, სტრესი და დიდი რაოდენობით ენერგიის ხარჯვა.
  • სტრესი. სტრესმა შესაძლოა დროებით შეცვალოს ჰიპოთალამუსის ნორმალური ფუნქციონირება. ჰიპოთალამუსი არის ზონა თავის ტვინში რომელიც აკონტროლებს ჰორმონებს, რომლებიც არეგულირებენ მენსტრუალურ ციკლს. შედეგად ოვულაცია და მენსტრუაცია შესაძლოა შეჩერდეს. სტრესის შემსუბუქებასთან ერთად ბრუნდება რეგულარული მენსტრუალური ციკლი.


ჰორმონული დისბალანსი
ბევრ პათოლოგიას შეუძლია გამოწვიოს ჰორმონული დისბალანსი:

  • პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი. პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის დროს ჰორმონების დონე მუდმივად აწეულია განსხვავებით მენსტრუალური ციკლის დროს არსებული სიტუაციისა, რომლის დროსაც ჰორმონების შემცველობა ორგანიზმში მერყეობს.
  • თიროიდის არანორმალური ფუნქციონირება. ზეაქტიური თიროიდის ჯირკვალი (ჰიპერთიროიდიზმი) ან არასაკმარისად აქტიური თიროიდის ჯირკვალი (ჰიპოთიროიდიზმი) იწვევს მენსტრუალურ დარღვევებს, მათ შორის ამენორეას
  • ჰიპოფიზის სიმსივნე. კეთილთვისებიანი სიმსივნე ჰიპოფიზში, რომელიც ხელს უშლის მენსტრუაციის ჰორმონულ რეგულაციას
  • ნაადრევი მენოპაუზა. მენოპაუზა, როგორც წესი, იწყება დაახლოებით 50 წლის ასაკში. თუმცა ზოგიერთ ქალში, კვერცხუჯრედების მარაგი საკვერცხეებში 40 წლის ასაკში იწურება და მენსტრუაცია ჩერდება


სტრუქტურული პრობლემები
სქესობრივი ორგანოების სტრუქტურული პრობლემები რაც იწვევს ამენორეას:

  • საშვილოსნოს ნაწიბური. აშერმანის სინდრომი, მდგომარეობა როდესაც ნაწიბურვანი ქსოვილი ყალიბდება საშვილოსნოს ამომფენ გარსზე, ხანდახან გვხვდება გაფართოების და ამკოვეთის დროს, საკეისრო კვეთისას ან საშვილოსნოს ფიბროიდების მკურნალობის შემთხვევებში. ნაწიბური ხელს უშლის საშვილოსნოს კედლის ნორმალურ ჩამოშლა-აღდგენას.
  • რეპროდუქციული ორგანოების არარსებობა. ნაყოფის განვითარების ზოგიერთი პრობლემა იწვევს ბავშვის დაბადებას რეპროდუქციული სისტემის ორგანოების გარეშე, როგორიცაა საშვილოსნო, საშვილოსნოს ყელი ან ვაგინა. იმის გამო, რომ მისი რეპროდუქციული სისტემა ნორმალურად არ განვითარდა, მას ვერ ექნება მენსტრუალური ციკლი
  • ვაგინის არასწორი სტრუქტურული აგებულება. ვაგინის ობსტრუქციის დროს ჩვენ ვერ ვხედავთ მენსტრუალურ სისხლს. ვაგინაში შესაძლოა იყოს მემბრანა ან კედელი რომელიც ბლოკავს სისხლის გამოდევნას საშვილოსნოდან ან საშვილოსნოს ყელიდან.

სიმპტომები

ამენორეის მთავარი ნიშანი არის მენსტრუაციის გამოტოვება. იმის მიხედვით თუ რა არის ამენორეის გამომწვევი მიზეზი, თქვენ შესაძლოა აღგენიშნებოდეთ შემდეგი ნიშნები ან სიმპტომები მენსტრუალური პერიოდების გამოტოვებასთან ერთად

  • რძისმაგვარი გამონადენი დვრილიდან
  • თმის ცვენა
  • თავის ტკივილი
  • მხედველობის ცვლილებები
  • ზედმეტი თმა სახეზე
  • ტკივილი მენჯის არეში
  • მუწუკები



როდის მივმართოთ ექიმს

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან თუ თქვენ გამოტოვეთ მინიმუმ სამი მენსტრუალური პეროდი მიჯრით. ასევე მიმართეტ ექიმს თუ თქვენ ხართ თხუთმეტი წლის ან მეტის და ჯერ კიდევ არ გქონიათ მენსტრუაცია