ამნიოტური სითხის ემბოლიზმი

დაავადების აღწერა

ამნიოტური სითხის ემბოლიზმი იშვიათი, მაგრამ სერიოზული მდგომარეობაა. ამნიოტური სითხე არის სითხე, რომელიც ორსულობისას საშვილოსნოში ნაყოფს აკრავს გარშემო. ამნიოტური სითხის ემბოლიზმი არის მდგომარეობა როდესაც ნაყოფის ამნიოტური სითხე ან რაიმე მატერია, როგორიცაა ნაყოფის თმა, გადადის დედის სისხლის მიმოქცევაში.

ამნიოტური სითხის ემბოლიზმი ყველაზე ხშირად მშობიარობის დროს ან მშობიარობიდან ძალიან მალე ვითარდება.

ამნიოტური სითხის ემბოლიზმის დიაგნოზის დასმა ძალიან რთულია. თუ თქვენი ექიმი დასვამს ამ დაავადების დიაგნოზს, თქვენ დაგჭირდებათ სასწრაფოდ მკურნალობა რათა თავიდან აირიდოთ პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში გართულებები.

გამომწვევი მიზეზი

ამნიოტური სითხის ემბოლიზმის მიზეზები არ არის კარგად შესწავლილი

  • ამნიოტური სითხის ემბოლიზმი ვითარდება მაშინ, როდესაც ეს სითხე ან ნაყოფის რაიმე მატერია გადადის დედის სისხლის მომიქცევაში ნაყოფის მემბრანაში არსებული დაზიანებების გავლით. ამნიოტური სითხე შეიცავს ისეთ ნივთიერებებს რაც იწვევს დედის ფილტვებში და სისხლძარღვებში ანთბით რეაქციებს და შედედებას.
  • თუმცა ამნიოტური სითხის ემბოლიზმი იშვიათია – დიდი ალბათობით, ზოგიერთ შემთხვევაში, ამნიოტური სითხე გადადის დედის ცირკულაციაში მშობიარობის დროს, თუმცა არ იწვევს გართულებებს. უცნობია, თუ რატომ იწვევს ზოგიერთ შემთხვევაში ეს პროცესი ამნიოტური სითხის ემბოლიზმს.
  • აუცილებელია ამნოიტური სითხის ემბოლიზმის შესახებ კვლევის გაგრძელება.

სიმპტომები

ამნიოტური სითხის ემბოლიზმი ვითარდება სწრაფად და მოულოდნელად
ამ დაავადების ნიშნები და სიმტომები

  • უცაბედი სუნთქვის უკმარისობა
  • ჭარბი სითხე ფილტვებშო (ფილტვების შეშუპება)
  • სისხლის წნევის უცაბედი ვარდნა
  • სისხლის მიმოქცევის უცაბედი უკმარისობა (გულსისძალრღვთა კოლაფსი)
  • სიცოცხლისთვის საშიში პრობლემები სისხლის შედედებასთან ერთად(გაფანტული ინტრავასკულარლი კოაგულოპათია)
  • შეცვლილი გონებრივი მდგომარეობა, როგორიცაა შფოთვა
  • გულისრევის შეგრძნება და ღებინება
  • ციება
  • სწრაფი გულისცემა ან გულისცემის რითმის დარღვევა
  • ნაყოფის დისტრესი, როგორიცაა ნელი გულისცემა
  • შეტევები
  • კომა