ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი

დაავადების აღწერა

ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი არის ნერვული სისტემის (ნევროლოგიური) დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების სისუსტეს და ზემოქმედებს პაციენტის ფიზიკურ შესაძლებლობებზე

ამ დაავადებას ხშირად უწოდებენ ლუ გერიგის დაავადებას. ლუ გერიგი იყო ბეიზბოლის მოთამაშე, რომელსაც დაუდგინდა ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი. ალს არის მამოძრავებელი ნეირონების დაავადება, რაც იწვევს ნერვული უჯრედების თანმიმდევრულ დაშლას და სიკვდილს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ დაავადებას ხშირად მამოძრავებელი ნეირონების დაავადებას უწოდებენ.

უმეტეს შემთხვევებში ექიმები დაავადების მიზეზს ვერ ხსნიან. ზოგიერთ შემთხვევაში დაავადება დამემკვიდრებულია

ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი ხშირად იწყება კუნთის ოდნავი კრუნჩხვებით ან სისუსტით მკლავში და ფეხებში, ასევე სიტყვების გამოთქმის გართულებით. შემდგომ, ეს დაავადება პაციენტს აკარგვინებს კონტროლს კუნთებზე, რომლის საშუალებითაც ადამიანი მოძრაობს, ლაპარაკობს, იკვებება და სუნთქავს. მამოძრავებელი ნეირონების დაავადების ეს ფორმა უკურნებელია და იწვევს სიკვდილს

გამომწვევი მიზეზი

ალს-ის დროს კვდებიან ის ნერვული უჯრედები, რომლებიც აკონტროლებენ კუნთების ნორმალურ მოძრაობას, შესაბამისად თქვენი კუნთბი თანდათანობით სუსტდება და ქრება. 

5-10 %-ში ეს დაავადება თანდაყოლილია. სხვა შემთხვევებს კი განსხვავებული მიზეზები აქვთ 
მკვლევარები ცდილობენ გაარკვიონ ალს-ის შესაძლო მიზეზები, მაგალითად: 

  • გენეტიკური მუტაცია. სხვადასხვა გენეტიკურ მუტაციას შეუძლია გამოიწვიოს მემკვიდრული ამიოტროფული ლატერალური სკლეროზი, რომელიც ძალიან გავს დაავადების არამემკვიდრულ ფორმას.
  • ქიმიური დისბალანსი. ამ დაავადების მქონე პაციენტებს აქვთ ორგანიზმში ნორმალურზე მეტი რაოდენობის გლუტამატი, ქიმიური ინფორმაციის გადამტანი ტვინში- ნერვული უჯრედების გარშემო მყოფ თავზურგტვინის სითხეში. ჭარბი რაოდენომით გლუტამატი ტოქსიურია ზოგიერთი ნერვული უჯრედისათვის
  • არაორგანიზებული იმუნური პასუხი. ზოგჯერ ადამიანის იმუნური სისტემა იწყებს შეტევას საკუთარი სხეულის ნორმალური უჯრედების წინააღმდეგ, რის შედეგადაც კვდება ნერვული უჯრედები.
  • ცილების არანორმალური მოქმედება. არანორმალურმა ცილები შესაძლოა თანდათანობით დაგროვდნენ ნერვულ უჯრედებში და გამოიწვიონ მათი კვდომა

სიმპტომები

ალს-ის ადრეული სიმპტომები 

  • სიარულის და სხვა ყოველდღიური მოქმედებების გართულება
  • სისუსტე ფეხებში, ტერფებში და კოჭებში
  • ხელის სისუსტე ან მოუქნელობა
  • მეტყველების უნარის დაქვეითება ან გართულებული ყლაპვა
  • კუნთის კრუნჩხვები ან უნებლიე მოძრაობები მკლავებში, მხრებსა და ენაზე
  • თავის ზემოთ აწევასთან და ნორმალური პოზის შენარჩუნებასთან დაკავშირებული პრობლემები
  • ეს დაავადება პირველად ძირითადად ხელებში, ტერფებსა და კიდურებზე იწყება და ვრცელდება სხეულის სხვა მიდამოებში. დაავადების პროგრესირებასთან ერთად კუნთები თანდათანობით სუსტდება. ეს სისუსტე ართულებს ღეჭვას, ყლაპვას, ლაპარაკსა და სუნთქვას.
  • თუმცა ალს ზეგავლენას არ ახდენს შარდის ბუშტის და საჭმლის მომნელებელი სისტემის კონტროლზე. დაავადება აგრეთვე არ მოქმედებს თქვენს შეგრძნებებზე და აზროვნების უნარზე. პაციენტისთვის შესაძლებელია დარჩეს აქტიურად ჩართული ცხოვრებაში საკუთარ ოჯახთან და მეგობრებთან ერთდ