ანჰიდროზი

დაავადების აღწერა

ანჰიდროზი ოფლის გამოყოფის შეწყვეტა ან მნიშვნელოვნად შემცირებაა. როცა ოფლი არ გამოიყოფა, ორგანიზმი ვერ გრილდება და გადახურდება, რაც ზოგჯერ სითბურ შეტევას (სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა) იწვევს.

ანჰიდროზის (ჰიპოჰიდროზი) დიაგნოსტირება ზოგჯერ რთულია. მსუბუქი ანჰიდროზი ხშირად არ დიაგნოსტირდება. ამ მდგომარეობას მრავალი ფაქტორი იწვევს, როგორიცაა კანის ტრავმა, სხვადასხვა დაავადებები და მედიკამენტები. ანჰიდროზი შესაძლოა გენეტიკური იყოს ან განვითარდეს ცალკეულად.

ანჰიდროზის სამკურნალოდ აუცილებელია გამომწვევი მიზეზის დადგენა.

გამომწვევი მიზეზი

ანჰიდროზის მიზეზი საოფლე ჯირკვლების ნორმალური ფუნქციის მოშლაა. ეს შეიძლება თანდაყოლილი მდგომარეობის ან ნერვული ან კანის დაზიანების შედეგი იყოს. გაუწყლოება ასევე იწვევს ანჰიდროზს. ზოგჯერ, ანჰიდროზის მიზეზი უცნობია.

 

ანჰიდროზის შესაძლო მიზეზებია:

  • თანდაყოლილი მდგომარეობა, როცა საოფლე ჯირკვლები არ ვითარდება ნორმალურად
  • თანდაყოლილი მდგომარეობები, რომლებიც აზიანებენ მეტაბოლურ სისტემას (ფაბრის დაავადება)
  • შემართებელქსოვილოვანი დაავადებები, მაგ.: შოგრენის სინდრომი, რომელიც იწვევს თვალისა და პირის სიმშრალეს.
  • კანის დაზიანება, მაგ.: დამწვრობა, რადიაცია ან ფორების დახშობით მიმდინარე დაავადებები (ფსორიაზი)
  • მდგომარეობები, რომლებიც აზიანებენ ნერვებს (ნეიროპათია): დიაბეტი, ალკოჰოლიზმი, გილიან–ბარის სინდრომი
  • გარკვეული მედიკამენტები, მაგ.: მორფინი, ბოტულიზმის ტოქსინი A ტიპის და ანტიფსიქოზური საშუალებები.

სიმპტომები

ანჰიდროზის სიმპტომები და ნიშნებია:

  • ოფლის გამოყოფის შეწყვეტა ან შემცირება
  • თავბრუსხვევა
  • კუნთის კრუნჩხვები და სისუსტე
  • წამოწითლება
  • სიცხის შეგრძნება
  • ოფლის გამოყოფის შეწყვეტა შესაძლოა განვითარდეს სხეულის:
  • მთელ ზედაპირზე (გენერალიზებული)
  • მხოლოდ ერთ ნაწილზე
  • გაბნეულად, სხვადასხვა ნაწილებში
  • ის ნაწილები, რომლებშიც ოფლის გამოყოფა ხდება, წარმოქმნიან მეტ ოფლს, ანუ შესაძლებელია სხეულის ერთ ნაწილში ოფლს ვერ გამოყოფდეთ, ხოლო მეორეში ზედმეტი ოფლიანობა აღინიშნოს. როცა ანჰიდროზი სხეულის დიდ ზედაპირს ეხება, სხეული ვერ გრილდება, ამიტომ ვარჯიშის, ფიზიკური დატვირთვის ან თბილი ამინდის დროს პაციენტს აქვს სითბური დაკვრა ან მზის დაკვრა.
  • ანჰიდროზი შესაძლოა ცალკეულად არსებობდეს ან წარმოადგენდეს სხვა დაავადების სიმპტომს, როგორიცაა დიაბეტი ან კანის დაზიანება.


როდის მივმართოთ ექიმს

  • თუ ფიზიკური დავირთვის ან სიცხის დროს ცოტა ოფლი მოგდით, მიმართეთ ექიმს. ასევე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია თუ შეამჩნევთ, რომ ოფლის რაოდენობამ იკლო ადრინდელთან შედარებით. რადგან ანჰიდროზის გამო გაიზრდება სითბური დაკვრის რისკები, მიიღეთ სამედიცინო დახმარება თუ შეამჩნევთ, რომ გაქვთ სიცხესთან ასოცირებული სიმპტომები:
  • სისუსტე
  • გულისრევის შეგრძნება
  • თავბრუსხვევა
  • სწრაფი გულისცემა
  • ბატის კანი, მაშინაც კი როცა ცხელა