მასტიტი

დაავადების აღწერა

მასტიტი წარმოადგენს სარძევე ჯირკვლის ქსოვილის ინფექციას, რის შედეგადაც ვითარდება ტკივილი, შესიება, ტემპერატურის მატება და სიწითლე სარძევე ჯირკვლის არეში. პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს სიცხე და ციევა. მასტიტი ძირითადად ემართებათ მეძუძურ ქალებს(ლაქტაციური მასტიტი). თუმცა მასტიტი ლაქტაციის პერიოდის გარეთაც გვხვდება ქალებში.

უმეტეს შემთხვევაში, ლაქტაციური მასტიტი ვითარდება ბავშვის გაჩენიდან 6-12 კვირის შემდგომ, თუმცა მდგომარეობა შესაძლოა შემდგომაც ჩამოყალიბდეს. მდგომარეობა ძალიან შემაწუხებელია, რაც ბავშვის ნორმალურ მოვლაში დედას ხელს უშლის.

ზოგიერთ შემთხვევაში, დედა ძუძუთი კვების დროს ბავშვს ადრეულად იცილებს ტკივილის გამო, თუმცა ძუძუთი კვების გაგრძელება, თუნდაც ანტიბიოტიკის მიღების პირობებში, ჩვილისთვის უკეთესია.

გამომწვევი მიზეზი

ძუძუთი კვება ოსტატობას მოითხოვს, ამიტომ არასწორმა ტექნიკამ შესაძლოა რძე სარძევე ჯირკვალში შეაკავოს, რაც ყველაზე ხშირი გამომწვევია მასტიტისა. სხვა მიზეზები:

  • სარძევე სადინარის დახშობა. როდესაც სარძევე ჯირკვალი კვების დროს ბოლომდე არ იცლება, შესაძლოა დაიცოს ერთ-ერთი სარძევე სადინარი. ამ დროს ხდება რძის შეკავება, რაც იწვევს ძუძუს ინფექციას.
  • სარძევე ჯირკვალში მოხვედრილი ბაქტერია. კანის ზედაპირიდან ან ბავშვის პირის ღრუდან სარძევე სადინარებში შესაძლოა გადავიდეს ბაქტერია. ბაქტერიას სარძევე ჯირკვალში შეღწევა ძუძუსთავის ირგვლი არსებული ნაპრალებიდანაც შეუძლია. შეკავებული რძე, რომელიც ვერ თავისუფლდება ძუძუთი კვების დროს, იდეალური ადგილია ბაქტერიის გასამრავლებლად. ანტიბაქტერიული საშუალებები ამცირებს ბავშვის ინფექციის განვითარების რისკს.

სიმპტომები

მასტიტის დროს, სიმპტომები ვითარდება სწრაფად:

  • მკერდის ტკივილი ან სითბო შეხებისას
  • ავად ყოფნის შეგრძნება
  • სარძევე ჯირკვლის შესიება
  • ტკივილი და წვის შეგრძნება მუდმივად ან ძუძუთი კვების პერიოდში
  • კანის სიწითლე
  • 38.3 ან მეტი სიცხე
  • მიუხედავად იმისა, რომ მასტიტი მეძუძურობის პერიოდის პირველ სამ კვირაში ვითარდება, ის შესაძლოა ნებისმიერ ეტაპზე აღმოცენდეს. ლაქტაციური მასტიტი ძირითადად ერთ სარძევე ჯირკვალში გვხვდება.



როდის მივმართოთ ექიმს

უმეტეს შემთხვევაში, პაციენტი განიცდის გრიპის სიმპტომებს, სანამ შეამჩნევს მკერდის არეში ტკივილსა და სიიწითლეს. სიმპტომების შემჩნევის შემდეგ დაუვყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ექიმმა შესაძლოა მოითხოვოს თქვენი მონახულება, რათა დაადასტუროს დიაგნოზი. ორალური ანტიბიოტიკები ამ მდგომარეობის დროს ეფექტურია. თუ სიმპტომები ანტიბიოტიკების მიღებიდან პირველი 2 დღის განმავლობაში არ გაუმჯობესდა, მიმართეთ ექიმს, რათა გამორიცხოთ რაიმე, უფრო სერიოზული დაავადება.