მერკელის უჯრედების კარცინომა

დაავადების აღწერა

მერკელის უჯრედების კარცინომა კანის იშვიათი ავთვისებიანი სიმსივნეა, რომლსაც აქვს მოლურჯო-მოწითალო კვანძის შეხედულება. სიმსივნე ძირითადად ვითრდება სახის, თავის და კისრის არეში. მერკელის უჯრედების კარცინომას ასევე კანის ნეიროენდოკრინულ კარცინომას უწოდებენ.

მერკელის უჯრედის კარცინომა, ძირითადად, მოხუც პაციენტებში გვხვდება. მზესთან ხანგრძლივი შეხება და სუსტი იმუნური სისტემა ზრდის კიბოს განვითარების რისკს.

მერკელის უჯრედების კარცინომა იზრდება სწრაფად და ორგანიზმის სხვა ნაწილებში მალე ვრცელდება. მერკელის უჯრედების მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად არის გავრცელებული კანქვეშ სიმსივნე.

გამომწვევი მიზეზი

მერკელის უჯრედების კარცინომის გამომწვევი მიზეზები დადგენილი არ არის. ეს კიბო ვითარდება მერკელის უჯრედებში. მერკელის უჯრედები მდებარეობენ კანის ყველაზე გარეთა შრის(ეპიდერმისი) ძირში. მერკელის უჯრედები დაკავშირებულია კანის ნერვულ დაბოლოებებთან, რომლებიც აღიქვამენ რაიმესთან შეხებას.

სიმპტომები

მერკელის უჯრედების კარცინომის პირველი ნიშანი, როგორც წესი, არის სწრაფად მზარდი, უმტკივნეული ამობურცული ფორმის კვანძი(სიმსივნე) კანზე. ამ კვანზშ შესაძლოა ჰქონდეს კანის ფერი ან იყოს მოლურჯო, მოწითალო ან მეწამული. ეს ავთვისებიანი სიმსივნე, როგორც წესი, სახის, კისრის და თავის არეში გვხვდება, თუმცა ისინი სხეულის ნებისმიერ ადგილას შეიძლება იყვნენ წარმოდგენილი, თუნდაც იმ ადგილებში, სადაც სხეულს მზე არ ხვდება.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ თქვენ შეამჩნევთ ხალს, ჭორფლს ან ამობურცულობას, რომელიც იზრდება ზომაში, ეცვლება ფორმა და ფერი, იზრდება სწრაფად ან ახასიათებს მარტივად სისხლდენა უბრალო დაზიანების შემდგომ, დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან.