მეზენტერული ლიმფადენიტი

დაავადების აღწერა

ლიმფადენიტი ხშირი დაავადებაა, რომლის დროსაც მიმდინარეობს იმუნური სისტემის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილის, ლიმფური კვანძების ანთება. მეზენტერული ლიმფადენიტი არის ნაწლავების მუცლის შიდა კედელთან მიმმაგრებელი მემბრანის ლიმფური კვანძების ანთება. მეზენტერული ლიმფადენიტი ძირითადად ნაწლავების ანთების შედეგად ვითარდება.

მეზენტერიუმი ნაწლავებს მუცლის ღრუსთან აერთებს. ის ასევე ამყარებს ნაწლავებს მუცლის ღრუში. მესენტერიუმი საჭიროა, რათა არ მოხდეს ნაწლავების გადახლართვა, რის შედეგადაც ობსტრუქცია ვითარდება.

მეზენტერული ლიმფადენიტის სიმპტომები წააგავს აპენდიციტის სიმპტომებს. თუმცა აპენდიციტისგან განსხვავებით, მეზენტერული ლიმფადენიტი ნაკლებად სერიოზული პრობლემაა და თავისით ქრება დროთა განმავლობაში.

გამომწვევი მიზეზი

ლიმფური კვანძები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ ავადმყოფობის მოსაგერიებლად. ლიმფური კვანძები მიმოფანტული არიან მთელს ორგანიზმში, რათა გაანადგურონ ვირუსები, ბაქტერიები და სხვა საზიანო ორგანიზმები. ამ პროცესის დროს, ინფექციასთან ყველაზე ახლოს მყოფი ლიმფური კვანძი შესაძლოა გასივდეს და იყოს მტკივნეული. მაგალითად ყელის ინფექციის დროს შესაძლოა შესივდეს კისრის არეში არსებული ლიმფური კვანძები. სხვა ლიმფური კვანძები, რომლებიც ხშირად სივდება: ნიკაპის ქვეშ არსებული ლიმფური კვანძები, ლიმფური კვანძები იღლიებსა და საზარდულში.

ლიმფური კვანძები ასევე წარმოდგენილია მეზენტერიუმში – თხელ ქსოვილში, რომელიც ნაწლავებს მუცლის კედლის უკანა ნაწილთან აერთებს. მესენტერული ლიმფური კვანძების შესიების ყველაზე ხშირი მიზეზია ვირუსული ინფექცია, მაგალითად გასტროენტერიტი.

მეზენტერული ლიმფადენიტის დროს ან მანამდე, ზოგიერთ ბავშვს, უვითარდება ზედა სასუნთქი გზების ინფექცია. შესაბამისად ექიმები მიიჩნევენ, რომ ამ ორ მდგომარეობას შორის არსებობს გარკვეული ტიპის კავშირი.

სიმპტომები

მეზენტერული ლიმფადენიტის სიმპტომები:

  • ტკივილი მუცლის არეში, რომელიც ლოკალიზდება ქვედა, მარჯვენ ანაწილში. თუმცა ტკივილი, ზოგჯერ, უფრო ფართოდაა გავრცელებული
  • მუცლის ზოგადი მტკივნეული დაჭიმულობა
  • სიცხე
  • გამომწვევი მიზეზების შესაბამისად, სიმპტომები განსხვავებულია:
  • ფაღარათი
  • გულისრევის შეგრძნება და ღებინება
  • ავად ყოფნის შეგრძნება


ზოგიერთ შემთხვევაში, შესიებული ლიმფური ჯირკვლები შემთხვევითაა აღმოჩენილი სხვა დაავადების გამოსაკვლევად გადაღებული სურათების შედეგად. სიმპტომების გარეშე მიმდინარე მეზენტერულ ლიმფადენიტს შემდგომი გამოკვლევა და შეფასება ესაჭიროება.

როდის მივმართოთ ექიმს

მუცლის ტკივილი ხშირია ბავშვებში და თინეიჯერებში, შესაბამისად რთულია განსაზღვრო, როდისაა საჭირო სამედიცინო ჩარებვა.

დაუვყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენს შვილს აღენიშნება შემდეგი სიმპტომები პერიოდულად:

  • უცაბედი, ძლიერი ტკივილი მუცლის არეში
  • ტკივილი მუცლის არეში, რომელსაც თან ახლავს სიცხე
  • მუცლის ტკივილი ფაღარათთან და ღებინებასთან ერთად


მიმართეთ ექიმს, თუ თქვენს შვილს აღენიშნება შემდეგი სიმპტომები ეპიზოდურად, რომლებიც არ მსუბუქდება ხანმოკლე დროის შემდეგ:

  • ტკივილი მუცლის არეში, რომელსაც თან ახლავს დეფეკაციის სიხშირის ან ფორმის ცვლილებები
  • მუცლის ტკივილი მადის დაკარგვასთან ერთად
  • ტკივილი მუცლის არეში, რომელიც ქმნის ძილის პრობლემებს.