მეზოთელიომა

დაავადების აღწერა

ავთვისებიანი მეზოთელიომა იშვიათი კიბოა, რომელიც შინაგანი ორგანოების დიდი ნაწილის ამომფენ თხელ ქსოვილში ვითარდება.

მეზოთელიობა კიბოს აგრესიული და სიცოცხლისთვის საშიში ფორმაა. მეზოთელიომის მკურნალობა შესაძლებელია, თუმცა დაავადების მქონე პაციენტების შემთხვევების უმრავლესობაში, მდგომარეობის განკურნება შეუძლებელია.

ექიმები ადგილმდებარეობის მიხედვით მეზოთელიომას სხვადასვა ტიპებად ყოფენ. მეზოთელიომა ყველაზე ხშირად აზიანებს იმ ქსოვილს, რომელიც ფილტვებს აკრავს გარედან(პლევრა). ამ ტიპს პლევრის ავთვისებიანი მეზოთელიომა ეწოდება. მეზოთელიომის სხვა იშვიათი ფორმები აზიანებენ მუცელში არსებულ ქსოვილებს(პერიტონიუმის მეზოთელიომა), ასევე გულისა და სათესლეების გარშემო არსებულ ქსოვილებს.

მეზოთელიომებში არ შედის კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც გვხვდება მკერდის არეში და მას ხშირად უწოდებენ კეთილთვისებიან მეზოთელიომას.

გამომწვევი მიზეზი

კიბო, როგორც წესი, გამოწვეულია უჯრედში გენეტიკური მუტაციების დაგროვებით, რაც იწვევს უჯრედის უკონტროლო ზრდასა და გამრავლებას. უცნობია, თუ რა იწვევს მეზოთელიომის განმაპირობებელ შინაგან გენეტიკურ მუტაციებს უჯრედში. თუმცა მკვლევარებმა ამოიცნეს რამოდენიმე ფაქტორი, რომელიც ზრდის სიმსივნის განვითარების რისკს. სავარაუდოა, რომ კიბო ყალიბდება რამოდენიმე ფაქტორის ურთიერთქმედების შედეგად, მაგალითად: მემკვიდრული პათოლოგიები, გარემო პირობები, ჯანმრთელობის პრობლემები და ცხოვრების სტილი.

სიმპტომები

მეზოთელიომის სიმპტომები დამოკიდებულია სიმსივნის ადგილმდებარეობაზე.

პლევრის მეზოთელიომა, რომელიც აზიანებს ფილტვების გარშემო არსებულ ქსოვილს, იწვევს შემდეგ სიმპტომებს:

  • მკერდის ტკივილი ნეკნების გალიის ქვემოთ
  • ხველა, რომელიც იწვევს ტკივილს
  • სუნთქვის უკმარისობა
  • უჩვეულო ამობურცულობები ან ქსოვილოვანიგროვები მკერდზე კანქვეშ
  • მოულოდნელად წონაში კლება
  • პერიტონიუმის მეზოთელიომა, რომელიც ვითარდება მუცლის ქსოვილებში, იწვევს შემდეგ სიმპტომებს:
  • ტკივილი მუცლის არეში
  • მუცლის შესიება
  • ქსოვილოვანი გროვები მუცელში
  • მოულოდნელად წონაში კლება



მეზოთელიომის სხვა ფორმები

სხვა ტიპის მეზოთელიომის სიმპტომები არ არის დადგენილი, რადგან ასეთი ტიპის სიმსივნეები ძალიან იშვიათია. პერიკარდიუმის მეზოთელიომა, რომელიც გვხვდება გულის გარშემო მყოფ ქსოვილში, იწვევს სიმპტომებს, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება და მკერდის ტკივილი. ზოგიერთ შემთხვევაში, მეზოთელიომა სათესლეების ამომფენ ქსოვილში გვხვდება. მისი შემჩნევა ზოგჯერ შესაძლებელია, რადგან ხშირად სახეზეა შესიება ან მასა სათესლეზე.

როდის მივმართოთ ექიმს

მეზოთელიომის სიმპტოემბის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. მეზოთელიომის სიმპტომები არ არის სპეციფიური ამ დაავადებისთვის და კიბოს სიიშვიათის გამო, სიმპტომები შესაძლოა დაკავშირებული იყოს სხვა დაავადებებთან. მუდმივი შემაწუხებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს. თუ თქვენ შეხება გქონიათ აზბესტის ბოჭკოებთან, შეატყობინეთ ამის შესახებ ექიმს.