მეთიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკის ინფექცია

დაავადების აღწერა

მეთიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკის ინფექცია გამოწვეულია ბაქტერია სტაფილოკოკის ერთ-ერთი ფორმით, რომელიც რეზისტენტულია ჩვეულებრივი სტაფილოკოკური ინფექციებისთვის განუთვნილი ანტიბიოტიკების მიმართ.

ასეთი ტიპის ინფექცია ხშირია იმ პაციენტებში, რომლებიც მოთავსებული იყვნენ საავადმყოფოში ან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში. ასეთ პირობებში განვითარებულ დაავადებას ჯანმრთელობის დაცვასთან ასოცირებული მეთიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკის ინფექცია ეწოდება. ჯანმრთელობის დაცვასთან ასოცირებული მეთიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკის ინფექცია დაკავშირებულია ინვაზიურ პროცედურებთან და მოწყობილობებთან: ქირურგიული ჩარევა, ინტრავენური პროცედურები და ხელოვნურ ისახსრები.

ინფექციის სხვა ტიპი ვითარდება ჯანმრთელ ადამიანებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიარულის დროს. ამ ფორმას საზოგადოებასთან დაკავშირებული მეთიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკის ინფექცია ეწოდება. ეს ფორმა თავს იჩენს, როგორც მტკივნეული ფურუნკულა. იგი გადადის კანიდან კანზე კონტაქტის შედეგად. ინფექციის რისკი მაღალია ხალხმრავალ ადგილებში.

გამომწვევი მიზეზი

ოქროსფერი სტაფილოკოკის ბევრი ფორმა არსებობს. სტაფილოკოკის ბაქტერია, ნორმალურ პირობებში ბიანდრობს კანზე ან ცხვირის ღრუში პოპულაციის მესამედ ნაწილში. ბაქტერია უვნებელია იქამდე, სანამ შეაღწევს ორგანიზმში ჭრილობის საშუალებით. თუმცა ამ შემთხვევაშიც, თუ ადამიანი ჯანმრთელია, აღინიშნება მხოლოდ კანის უმნიშვნელო პრობლემები.

პოპულაციის ორ პროცენტზე ნაკლები ატარებს მეთიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკის ფორმას.

რეზისტენტობა ანტიბიოტიკებისადმი

მეთიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკი შედეგია ფუჭი ანტიბიოტიკების გამოყენებით ათწლეულების განმავლობაში. წლების განმავლობაში, ექიმები ანტიბიოტიკებს წერდნენ გაციებისთვის, გრიპისთვის და სხვა ვირუსული ინფექციებისთვის, რომლებიც არ რეაგირებდნენ ამ წამლებზე. ანტიბიოტიკების სწორად გამოყენებაც ხელშემწყობი ფაქტორია წამლის მიმართ მდგრადი ბაქტერიების ჩამოყალიბებისა, რადგან ეს ანტიბიოტიკები არ ანადგურებენ ბაქტერიის ყველა ჯიშს. ბაქტერია ევოლუციურად სწრაფად გადაგვარებადი ორგანიზმია, ამიტომ ერთი ანტიბიოტიკისადმი გამძლე ბაქტერიას შეუძლია მალევე გახდეს სხვა ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტულიც.

სიმპტომები

სტაფილოკოკით გამოწვეული ინფექციები, მათ შორის მეთიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკის ინფექცია, როგორც წესი, თავს იჩენს როგორც მცირე ზომის წითელი ამობურცულობა, რომელიც წააგავს მუწუკს, ფურუნკულას ან ობობის ნაკბენს. ისინი მალევე გარდაიქმნებიან ღრმა, მტკივნეულ დაჩირქებებთან, რომლებსაც ქირურგიული დრენაჟი ესაჭიროებათ. ზოგიერთ შემტხვევაში ბაქტერია მხოლოდ კანზე რჩება. თუმცამ ათ შეუძლია სხეულში სიღრმისეუალდ შეღწევა და სიცოცხლისთვის საშიში ინფექციების განვითარება ძვლებში, სახსრებში, ქირურგიულ ჭრილობებში, სისხლის მიმოქცევაში, გულის სარქველებსა და ფილტვებში.

როდის მივმართოთ ექიმს

მიაქციეთ ყურადღება კანის უმნიშვნელო პრობლემებს – მუწუკებს, მწერის ნაკბენებს, ჭრილობებს და ნაფხაჭნებს, განსაკუთრებით ბავშვებში. ჭრილობაზე ინფექციის შეჭრის შემტხვევაში მიმართეთ ექიმს. ნუ შეეცდებით მეთიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკის ინფექციის თავად მკურნალობას. ამან შესაზლოა გართულება და ინფექციის სხვებზე გადადება გამოიწვიოს.