მრავლობითი სისტემური ატროფია

დაავადების აღწერა

მრავლობითი სისტემურ იატროფია იშვიათი ნევრლოგიური დაავადებაა, რომლის დროსაც ირღვევა ორგანიზმის უნებლიე (ავტონომური) ფუნქციები, მათ შორის სისხლის წნევა, გულისცემა, შარდის ბუშტის მოქმედება და მონელება.

დაავადებას ახასიათებს პარკინოსონის დაავდებისმაგვარ ისიმპტომები, როგორიცაა მოძრაობების შენელება, კუნთების დაჭიმულობა და წონასწორობის პრობლემები.

მრავლობითი სისტემური ატროფია არის დეგენერაციული დაავადება, რომელიც ყალიბდება ზრდასრულებში, განსაკუთრებით 50-70 წლამდე ასაკის პაციენტებში.

დაავადების მკურნალობა მოიცავს მედიკამენტებსა და ცხოვრების სტილის შეცვლას. მდგომარეობა პროგრესირებს ეტაპობრივად და საბოლოო ჯამში იწვევს სიკვდილს.

გამომწვევი მიზეზი

უცნობია, თუ რა იწვევს თავის ტვინის ცვლილებებს მრავლობითი სისტემური ატროფიის დროს. ზოგიერთ მეცნიერს აინტერესებს, არის თუ არა დაავადების გამომწვევი მიზეზი მემკვიდრული თუ გარემოს რამე ტოქსინით გამოწვეული. თუმცა ამ თეორიების დამადასტურებელი საფუძველი არ არსებობს.

მრავლობითი სისტემურ იატროფია დაკავშირებულია თავის ტვინის ნაწილების (ნათხემი, ბაზალური განგლია და თავის ტვინის ღერო) განლევასთან(ატროფია). თავის ტვინის ეს ნაწილები არეგულირებენ ორგანიზმის შინაგან ფუნქციებს, მონელებას და მოძრაობას.

თავის ტვინის დაზიანებული ქსოვილის მიკროსკოპის ქვეშ შეფასებისას აღმოჩენილია ნერვული უჯრედები(ნეირონები), რომლებიც შეიცავენ ცილა ალფა-სინუკლეინის არანორმალურ რაოდენობას. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ამ ცილის ჭარბი რაოდენობით წარმოქმნა იწვევს მრავლობითი სისტემური ატროფიის განვითარებაში მონაწილეობას.

სიმპტომები

დაავადებას მრავლობითი სისტემური ატროფია ეწოდება, რადგან მისი სიმპტომები მოიცავს ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილს. მრავლობითი სისტემური ატროფია ორ ფორმად იყოფა: პარკინსონის ტიპი და ნათხემის ტიპი. ფორმის განსაზღვრა დამოკიდებულია დაავადების დადგენის დროს სიმპტომების ტიპებზე.

პარკინსონის ფორმა

ამ დროს სიმპტომები წააგავს პარკინსონის დაავადების დროს არსებულ გამოვლინებებს, როგორებიცაა:

  • კუნთების დაჭიმულობა და ზედა და ქვედა კიდურების მოხრის გაძნელება
  • ნელი მოძრაობები(ბრადიკინეზია)
  • კანკალი(იშვიათია მრავლობითი სისტემური ატროფიის დროს განსხვავებით კლასიკური პარკინსონის დაავადებისა)
  • სხეულის პოზის დარღვევა და წონასწორობის პრობლემები


ნათხემის ტიპი

ამ დროს გამოხატული სიმპტომები ხასიათდება კუნთების კოორდინაციის ნაკლებობით(ატაქსია). სიმპტომები:

  • კოორდინაციის და მოძრაობის პრობლემები, როგორიცაა არამყარი სიარულის მანერა და წონასწორობის დაკარგვა
  • ბუნდოვანად, ნელა ან ხმადაბლა მეტყველება (დიზართრია)
  • მხედველობის პრობლემები, როგორიცაა ბუნდოვანი ან გაორებული მხედველობის ველი ან თვალით ფოკუსირების ფუნქციის დაქვეითება
  • ყლაპვის (დისფაგია) ან ღეჭვის გაძნელება


ზოგადი სიმპტომები

მრავლობითი სისტემური ატროფიის პირველადი ნიშნები:

  • ორთოსტატული ჰიპოტენზია – სისხლის დაბალი წნევის ერთ-ერთი ფორმა, რომლის დროსაც ადამიანი გრძნობს თავბრუსხვევას ან გულის წასვლის შეგრძნებას. ამ დროს პაციენტმა შესაძლოა დაკარგოს გონება. მდგომარეობას იწვევს ფეხზე წამოდგომა მწოლიარე ან მჯდომარე პოზიციიდან.
  • წოლის პერიოდში პაციენტს შესაძლოა განუვითარდეს სისხლის სახიფათოდ მაღალი წნევა
  • მრავლობითი სისტემური ატროფიის მქონე ადამიანებს შესაძლოა აღენიშნებოდეს ორგანიზმის უნებლიე მოძრაობებთან დაკავშირებული სხვა სიძნელეები:


შარდვის და დეფეკაციის დისფუნქცია

ყაბზობა

შარდვაზე ან დეფეკაციაზე კონტროლის დაკარგვა (შეუკავებლობა)

ოფლიანობის პრობლემები

ოფლის, ცრემლისა და ნერწყვის გამოყოფის შემცირება

სხეულის ტემპერატურის დარღვევა, რომელიც, როგორც წესი, იწვევს ხელის მტევნებისა და ტერფების გაციებას. მდგომარეობა ასევე იწვევს სიცხის აუტანლობას საოფლე ჯირკვლების არასათანადო ფუნქციონირების გამო.

ძილის პრობლემები

მოუსვენარი ძილი

არანორმალური სუნთქვა ღამის განმავლობაში

სექსუალური დისფუნქცია

ერექციის მიღწევის და შენარჩუნების პრობლემები (იმპოტენცია)

სექსუალური ლტოლვის დაკარგვა

გულ-სისხლძარღვთა პრობლემები

არარეგულარული გულისცემა

ფსიქიატრიული პრობლემები

ემოციების გაკონტროლების უუნარობა

როდის მივმართოთ ექიმს

მრავლობითი სისტემური ატროფიისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. თუ თქვენ უკვე დაგისვეს ამ დაავადების დიაგნოზი, ახალი სიმპტომების აღმოცენების ან ძველი სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან.