ნეირომიელიტის ოპტიკა
დაავადების აღწერა
ნეირომიელიტის ოპტიკა, იგივე დევიკის დაავადება, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელიც იწვევს თვალის ნერვებისა და ზურგის ტვინის ანთებასა და შეშუპებას.
ნეირომიელიტის ოპტიკა ვითარდება მაშინ, როდესაც ორგანიზმის იმუნური სისტემა რეაგირებს ნერვული სისტემის თავისივე უჯრედებზე, განსაკუთრებით ოპტიკურ ნერვებზე და ზურგის ტვინზე. თუმცა იმუნურმა სისტემამ შესაძლოა თავის ტვინსაც შეუტიოს. მიზეზი, ხშირად, უცნობია, თუმცა დაავადება, შესაძლოა, მოყვებოეს ინფექციას ან დაკავშირებული იყოს ავტოიმუნურ მდგომარეობებთან.
ნეირომიელიტის ოპტიკამ შესაძლოა გამოიწვიოს სიბრმავე ერთ ან ორივე თვალში, სისუსტე ან პარალიზი ზედა და ქვედა კიდურებში, მტკივნეული სპაზმები, მგრძნობელობის დაკარგვა, შარდვისა და დეფეკაციის დისფუნქცია ზურგის ტვინის დაზიანების გამო. დაავაების შეტევები შექცევადია, თუმცა, ზოგჯერ, მათი სიძლიერე საკმარისია მხედველობის მუდმივი დაკარგვისა და სიარულის პრობლემების გამოსაწვევად.
ნეირომიელიტის ოპტიკათი დაავადებული ადამიანების მცირე ნაწილს ეწყება ღებინება თვალისა და ზურგის ტვინის პრობლემების ნგავითარებამდე. ბავშვებში აღინიშნება დაბნეულობა, გულყრები და კომა.