ნიკოტინზე დამოკიდებულება
დაავადების აღწერა
ნიკოტინზე დამოკიდებულება წარმოდგენს თამბაქოს პროდუქტებზე მიჩვევას ნიკოტიკის შემცველობის გამო. ნიკოტინზე დამოკიდებულების დროს ადამიანი ვერ ეშვება ნიკოტინს, მიუხედავად იმისა, რომ ნივთიერება საზიანოა.
ნიკოტინი ავითარებს ფიზიკურ და ხასიათის შემცვლელ ეფექტებს, რომლებიც დროებით სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს. ეს ეფექტები იწვევენ თამბაქოს ხელახალ გამოყენებას და საბოლოოდ ვითარდება დამოკიდებულება. ამავდროულად, თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა იწვევს მოხსნის სიმპტომებს, მათ შორის გაღიზიანებადობას და შფოთვას.
მიუხედავად იმისა, რომ დამოკიდებულებას ნიკოტინი იწვევს, ტოქსიური ეფექტებს თამბაქოს შემადგენლობაში სხვა ნივთიერებებიც იწვევენ. მწეველებში გაცილებით მეტია გულის დაავადების, ინსულტებისა და კიბოს შემთხვევები არამწეველებთან შედარებით.
მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ხნის განმავლობაში ეწევით, მოწევის შეწყვეტა აუმჯობესებს თქვენს მდგომარეობას. არსებობს ბევრი ეფექტური სამკურნალო საშუალება ნიკოტინზე დამოკიდებულებისათვის და მოხსნის სიმპტომების დასარეგულირებლად. მიმართეთ ექიმს დახმარებისთვის.
გამომწვევი მიზეზი
ნიკოტინი არის თამბაქოში შემავალი ქიმიური ნივთიერება, რომელიც გაგრძელებინებთ მოწევას. ნიკოტინი იწვევს ძლიერ დამოკიდებულებას, როდესაც ბლო ფილტვებამდე აღწევს. ნიკოტიკი აძლიერებს თავის ტვინში არსებული ნივთიერებების, ნეიროტრანსმიტერების გამოთავისუფლებას. ნეიროტრანსმიტერები ქცევისა და განწყობის დარეგულირებაში იღებენ მონაწილეობას. ერთი ასეთი ნეიროტრანსმიტერია დოპამინი, რომლეიც აუმჯობესებს განწყობს და ააქტიურებს სიამოვნების შეგრძნებას. ნიკოტინით განპირობებული ასეთი შეგრძნებები იწვევენ მიჩვევას თამბაქოზე.
ნიკოტინზე დამოკიდებულება მოიცავს როგორც ქცევით, ასევე ფიზიკურ ფაქტორებს. მოწევასთნ დაკავშირებული ქცევები და გარემოებები:
- მოწევა დღის ზოგიერთ პერიოდში, მაგალითად დილით პირველ რიგში, დილის ყავის დროს ან სამუშაოს შესვენებებზე
- მოწევა საკვების მიღების შემდეგ
- ალკოჰოლოს მიღების დროს
- მეგობრებთან ერთად
- ტელეფონზე ლაპარაკის დროს
- სტრესულ სიტუაციებში ან მოწყენილობის დროს
- ანთებული სიგარეტის ბოლის ცხვირში მოხვედრისას
- მანქანის ტარების დროს
რათა დაძლიოთ თამბაქოზე დამოკიდებულება, თქვენ უნდა გაუმკლავდეთ მოწევასთან დაკავშირებულ ყოველდღიურ ქცევას.
სიმპტომები
ზოგიერთი ადამაინის შემთხვევაში, თამბაქოს ნებისმიერი რაოდენობით მოხმარება სწრაფად იწვევს დამოკიდებულებას ნიკოტინზე. დამოკიდებულების სიმპტომები:
- თქვენ ვერ ანებებთ თავს მოწევას. თქვენ გქონდეათ 1 ან მეტი სერიოზული, მაგრამ წარუამტებელი მცდელობა სიგარეტზე თავის დანებებისა.
- თქვენ განიცდით მოხსნის სიმპტომებს მოწევის შეწყვეტის მცდელობის დროს. მოწევის შეწყვეტის მცდელობებმა გამოიწვია ფიზიკური და განწყობასთან დაკავშირებული სიმპტომები, როგორიცაა შფოთვა, გაღიზიანებადობა, მოუსვენრობა, კონცენტრაციის გაძნელება, დეპრესია, ბრაზი, მადის გაძლიერება, ინსომნია, ყაბზობა ან ფაღარათი.
- თქვენ აგრძელებთ მოწევას ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად. თქვენ ვერ შეძელით მოწევაზე თავის დანებება გულისა და ფილტვების პრობლემების მიუხედავად.
- თქვენ წყვეტთ სოციალურ და რეკრეაციულ საქმიანობებში მონაწილეობის მიღებას, რათა მოწიოთ. თქვენ შესაძლოა აღარ იაროთ ისეთ რესტორნებში, სადაც მოწევა აკრძალულია ან შეამციროთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთა რადგან ასეთ სიტუაციებში ვერ ეწევით.
როდის მივმართოთ ექიმს
თუ თქვენ შეეცადეთ სიგარეტზე თვის დანებება უშედეგოდ, თქვენ არ ხართ მარტო. უმეტესობა მწეველებისა მრავალჯერ ცდილობს მოწევაზე თავის დანებებას წარმატების მიღწევამდე.
მოწევაზე მუდმივად თავის დასანებებლად უმჯობესია გაყვეთ სამკურნალო გეგმას, რომელიც მიმართულია ნიკოტინდამოკიდებულების როგორც ფიზიკურ, ასევე ქცევით ასპექტებზე. მედიკამენტების გმოყენება და სპეციალისტთან თანამშრომლობა მნიშნველოვნად გაზრდის სიგარეტზე წარმატებულად თავის დანებების შანსს.
მიმართეთ ექიმს, რათა დაიგეგმოს მკურნალობის გეგმა.