ტაკაიასუს არტერიტი

დაავადების აღწერა

ტაკაიასუს არტერიტი არის ვასკულიტების (სისხლძარღვების ანთება) იშვიათი ჯგუფი. ტაკაიასუს არტერიტის დროს ანთება აზიანებს აორტას (დიდი არტერია, რომელსაც გამოაქვს სისხლი გულიდან სხეულის სხვა ნაწილებში) და აორტის მთავარ ტოტებს.

დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიების დახშობა, შევიწროვება (სტენოზი) ან პათოლოგიურად გაფართოება (ანევრიზმა). ტაკაიასუს არტერიტმა აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს მხრის ან მკერდის ტკივილი და სისხლის მაღალი წნევა, რომელიც საბოლოო ჯამში გამოიწვევს გულის უკმარისოას ან ინსულტს.

მკურნალობის მიზანია ანთების ჩაცხრობა და გართულებების თავიდან აცილება. ტაკაიასუს არტერიტი შეიძლება რთული სამართავი იყოს ადრეული აღმოჩენის და მკურნალობის შემთხვევაშიც კი;

გამომწვევი მიზეზი

ტაკაიასუს არტერიტის დროს ვითარდება ანთება აორტაში და სხვა მაგისტრალურ, მათ შორის ღვიძლში და თირკმელში მიმავალ სისხლძარღვებში. დროთა განმავლობაში ანთება იწვევს სისხლძარღვების გასქელებას, შევიწროვებას ან ფიბროზს. ამის შედეგად მნიშვნელოვან ორგანოებს უწყდებათ სისხლის მიმოქცევა, რაც იწვევს სერიოზულ გართულებებს და სიკვდილს. ზოგჯერ არტერიები პათოლოგიურად ფართოვდებიან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანევრიზმები და მათი გაგლეჯვა.

უცნობია რა იწვევს ტაკაიასუს არტერიტის დროს თავდაპირველ ანთებას. დიდი ალბათობით ტაკაიასუს არტერიტი აუტომინური დაავადება, რომლის დროსაც იმუნური სისტემა საკუთარ უჯრედებს უცხო სხეულებად აღიქვავს და უტევს მათ. დაავადება შეიძლება გამოიწვიოს ვირუსმა ან სხვა ინფექციამ.

სიმპტომები

პირველი სტადიის სიმპტომები

ტაკაიასუს არტერიტის სიმპტომები ვითარდება ორ სტადიად. პირველი სტადიის დროს გვხვდება:

  • დაღლილობა
  • წონაში სწრაფი კლება მცდელობის გარეშე
  • კუნთების ტკივილი
  • სახსრების ტკივილი
  • დაბალი სიცხე



ყველას არ აქვს ეს ადრეული სიმპტომები. შესაძლებელია ანთებამ არტერიები წლების განმავლობაში დააზიანოს სანამ თქვენ აღმოაჩენთ დაავადებას.

მეორე სტადიის სიმპტომები

მეორე სტადიის სიმპტომები ვითარდება, როდესაც ანთება გამოიწვევს სისხლძარღვების შევიწროვებას. ამ დროს ორგანოებში და ქსოვილებში სისხლის, ჟანგბადის და სხვა ნივთიერებების დეფიციტია. მეორე სტადიის ნიშნები და სიმპტომებია:

  • ხელების და ფეხების სისუსტე ან ტკივილი ხმარებისას
  • გულის წასვლის შეგრძნება ან თავბრუსხვევა
  • გულის წასვლა
  • თავის ტკივილი
  • მახსოვრობის პრობლემები
  • ფიქრის გაძნელება
  • სუნთქვის უკმარისობა
  • მხედველობის პრობლემები
  • სისხლის მაღალი წნევა
  • სისხლის წნევის განსხვავება მხრებს შორის
  • ძნელად საპოვნი ან გამქრალი პულსი მაჯებზე. ტაკაიასუს არტერიტს ხშირად უწოდებენ უპულსო დაავადება, რადგან არტერიების შევიწროვების გამო პულსი აღმოცენა თითქმის შეუძლებელია.
  • სისხლის წითელი უჯრედების ნაკლებობა (ანემია)
  • მკერდის ტკივილი
  • მუცლის ტკივილი




როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ ტაკაიასუს არტერიტის ნიშნები ან სიმპტომები. ტაკაიასუს არტერიტის ბევრი ნიშანი და სიმპტომი სხვდა დაავადებას ჰგავს, რაც ართულებს დიაგნოზირებას. ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია, რადგან გართულებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელაია მკურნალობის დროულად დაწყება

თუ უკვე გაქვთ ტაკაიასუს არტერიტის დიაგნოზი დასმული, გაითვალისწინეთ, რომ რეციდივის სიმპტომები თავდაპირველი შეტევის მსგავსი იქნება. აგრეთვე ყურადღებით იყავით ახალი ნიშნებზე და სიმპტომებზე. ისინი შეიძლება დაავადების გამწვავებაზე ან მკურნალობის გართულებაზე მიუთითებდნენ.