პერიფერიული არტერიების დაავადება

დაავადების აღწერა

პერიფერიული არტერიების დაავადება სისხლის მიმოქცევის ხშირი პათოლოგიაა, რომლის დროსაც შევიწროებული არტერიები კიდურებში სისხლის დინებას ამცირებენ.

როდესაც აღინიშნება პერიფერიული არტერიების დაავადება, კიდურები – ძირითადად ქვედა – ვერ იღებენ მოთხოვნის შესაბამისი რაოდენობის სისხლს. ეს მდგომარეომა იწვევს სიმპტომებს, განსაკუთრებით ფეხის ტკივილს სიარულის დროს(გარდამავალი კოჭლობა).

პერიფერიული არტერიების დაავადება შესაძლოა იყოს ნიშანი არტერიებში ცხიმოვანი ნივტიერებების დაგროვებისა(ათეროსკლეროზი). ეს მდგომარეობა შესაძლოა ამცირებდეს სისხლის დინებას როგორც გულსა და თავის ტვინში, ასევე ქვედა კიდურებში.

ხშირ შემთხვევაში, დაავადების მორჩენა შესაძლებელია თამბაქოს თავის დანებებით, ვარჯიშითა და ჯანსაღი კვებით.

გამომწვევი მიზეზი

პერიფერიული არტერიების დაავადება ხშირადაა გამოწვეული ათეროსკლეროზისგან. ათეროსკლეროზის დროს, ცხიმოვანი ნივთიერებები(ფოლაქები) გროვდება არტერიების კედლებზე და ამცირებს სისხლის დინებას.

მიუხედავად იმისა, რომ ათეროსკლეროზი, როგორც წესი, გულს აზიანებს, მდგომარეობა შესაძლოა აღინისნებოდეს ნებისმიერ არტერიაში. როდესაც ათეროსკლეროზი ვითარდება კიდურების მკვებავ არტერიებში, იწვევს პერიფერიული არტერიების დაავადებას.

იშვიათ შემთხვევებსი, პერიფერიული არტერიის დაავადების მიზეზია სისხლძარღვის ანთება, კიდურების ტრავმული დაზიანება, იოგებისა და კუნთების არანორმალური ანატომიური აგებულება ან დასხივება.

სიმპტომები

პერიფერიული არტერიების დაავადების დროს პაციენტების დიდ ნაწილს სიმპტომები საერთოდ არ აღენიშნება. თუმცა ზოგიერთ პაციენტს სიარულის დროს ეწყება ქვედა კიდურების ტკივილი(გარდამავალი კოჭლობა).

გარდამავალი კოჭლობის სიმპტომები მოიცავს კუნთის ტკივილსა და სპაზმებს ზედა და ქვედა კიდურებში. ამ სიმპტომებს იწვევს ფიზიკური დატვირთვა, როგორიცაა სიარული, თუმცა ეს გამოვლინებები ქრება მოსვენებიდან რამოდენიმე წუთში. ტკივილის ადგილმდებარეობას განსაზღვრავს შევიწროებული ან დახშობილი არტერიის მდებარეობა. წვივის ტკივილი ყველაზე ხშირია.

გარდამავალი კოჭლობის სიმძიმე განსხვავებულია და შესაზლოა წარმოდგენილი იყოს, როგორც მსუბუქი დისკომფორტი ან გაუსაძლისი ტკივილი. მძიმე გარდამავალი სიკოჭლე ართულებს სიარულს და ფიზიკური დატვირთვის სხვა ფორმებს.

პერიფერიული არტერიების დაავადების სიმპტომები:

  • მტკივნეული სპაზმები ბარძაყის, თეძოებისა და კანჭის კუნთების არეში ფიზიკური დატვირთვის დროს, როგორიცაა სიარული ან კიბეზე ასვლა
  • მგრძნობელობის დაქვეითება ან სისუსტე ქვედა კიდურების არეში
  • სიცივის შეგრზნება ქვედა კიდურის ან ტერფის არეში, რომელიც საგრძნობლად მეტად აღიქმება, ვიდრე მეორე ფეხში
  • მუწუკები ფეხის თითებზე, ტერფებსა და ფეხებზე, რომელიც არ შუშდება
  • ქვედა კიდურების ფერის შეცვლა
  • ტერფებსა და ქვედა კიდურებზე თმის დაკარგვა ან თმის შენელებული ზრდა
  • ფეხის ფრჩხილების შენელებული ზრდა
  • პრიალა კანი ქვედა კიდურების არეში
  • პულსის არარსებობა ან სუსტი პულსი ქვედა კიდურების ან ტერფების არეში
  • ერექციის დისფუნქცია მამაკაცებში.



პერიფერიული არტერიის დაავადების პროგრესირების შემთხვევაში, ტკივილი შესაძლოა განვითარდეს მოსვენებისა და წოლის პერიოდშიც კი(მოსვენების იშემიური ტკივილი). ტკივილი შესაძლოა იმდენად ძლიერი იყოს, რომ პაციენტს დაურღვიოს ძილი. საწოლის კიდეზე ფეხების გადაკიდებამ ან ოთახში სიარულმა შესაძლოა დროებით შეამსუბუქოს ტკივილი.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ თქვენ აღგენიშნებათ ტკივილი, მგრძნობელობის დაქვეითება ან სხვა სიმპტომები ქვედა კიდურების არეში, ნუ ჩათვლით მდგომარეობას ნორმალურ მოვლენად ასაკის მატებასთან ერთად და დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან.

პერიფერიული არტერიების დაავადების სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც აუცილებელია გამოკვლევა, თუ:

  • თქვენ ხართ 70 წელს გადაცილებული
  • ხართ 50 წელს გადაცილებული და აღგენიშნებათ დიაბეტის ან მოწევის ისტორია
  • ხართ 50 წელს ქვემოთ, მაგრამ გაქვთ დიაბეტი და პერიფერიული არტერიის დაავადების განვითრების სხვა რისკები, როგორიცაა ჭარბი წონა და სისხლის მაღალი წნევა.