პერიფერიული ნერვების სიმსივნეები
დაავადების აღწერა
პერიფერიული ნერვების სიმსივნეები წარმოადგენენ მასებს, რომლებიც ვითარდება ნერვებზე(პერიფერიული ნერვები) ან მის მიმდებარე ქსოვილებში. პერიფერიული ნერვები თავისა და ზურგის ტვინს ორგანიზმის სხვა ნაწილებთან აკავშირებენ. პერიფერიული ნერვების სიმსივნე შესაძლოა აღმოცენდეს ორგანიზმის ნებისმიერ წერტილში და ზეგავლენა იქონის პერიფერიული ნერვების ფუნქციონირებაზე.
პერიფერიული ნერვების სიმსივნეები შესაძლოა იყვნენ როგორც კეთილთვისებიანი, ასევე ავთვისებიანი ფორმის. თუმცა მათი უმრავლესობა კეთილთვისებიანი. ზოგიერთი დაავადების დროს, როგორიცაა ნეიროფიბრომატოზი ან შვანომატოზი, პერიფერიული ნერვების სიმსივნეების განვითარების რისკი მატულობს.