პოემკ სინდრომი
დაავადების აღწერა
პოემკ სინდრომი სისხლის იშვიათი დაავადებაა, რომელიც აზიანებს ნერვებს და ორგანიზმის სხვა ნაწილებს. პოემკ ასე იშიფრება:
- პოლინეიროპათია: დაბუჟება, მგრძნობელობის შეცვლა, სისუსტე ფეხებში და შემდეგ ხელებშიც. ასევე, სუნთქვის უკმარისობა.
- ორგანომეგალია: გადიდებული ელენთა, ღვიძლი ან ლიმფური კვანძები.
- ენდოკრინოპათია. ჰორმონების პათოლოგიური დონეები, რომელიც იწვევს ჰიპოთიროიდიზმს, დიაბეტს, სქესობრივ პრობლემებს, დაღლილობას, შეშუპებას ფეხებში და მეტაბოლურ პრობლემებს ორგანიზმის მნიშვნელოვან ფუნქციებში.
- მონოკლონური პლაზმური პროლიფერაციული დაავადება. ძვლის ტვინის პლაზმური უჯრედების პათოლოგია, რომლის დროსაც წარმოიქმნება მონოკლონური ცილა სისხლში.
- კანის ცვლილებები. კანის ფერის ცვლილება, კანის გასქელება, თმიანობის მომატება სახეზე ან ფეხებზე.
სინდრომის დიაგნოსტირება რთულია, რადგან ნიშნები და სიმპტომები გავს სხვა დაავადებებს. სინდრომი სწრაფად პროგრესირებს და შესაძლოა იყოს სიცოცხლისათვის საშიში, ამიტომ ადრეული დიაგნოზი მნიშვნელოვანია.
მკურნალობა შესაძლოა დაგეხმაროთ სიმპტომების შესამცირებლად, მაგრამ არ განკურნავს მდგომარეობას. მკურნალობის მეთოდებია: სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია და პერიფერიული სისხლის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია.