პრიაპიზმი

დაავადების აღწერა

პრიაპიზმი წარმოადგენს პენისის გახანგრძივებულ ერექციას. არასასურველი, ხანგრძლივი ერექცია არ არის სექსუალური სტიმულაციით ან აგზნებით გამოწვეული. პრიაპიზმი, როგორც წესი, მტკივნეული დაავადებაა.

პრიაპიზმი იშვიათი მდგომარეობაა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო ჩარევას საჭიროებს. პრიაპიზმის დროული მკურნალობა საჭიროა, რათა არ დაზიანდეს ქსოვილი, რომელიც საჭიროა ერექციის წამოწყებისა და შენარჩუნებისათვის.

პრიაპიზმი ხშირია 5-10 წლის ბუჭებში და 20 და 50 წლის მამაკაცებში.

გამომწვევი მიზეზი

ერექცია, ნორმალურ პირობებსი, ვითარდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური სტიმულაციის შედეგად. ესს ტიმულაცია იწვევს ზოგიერთი სისხლძარღვის მოდუნებასა და გაფართოებას, რის შედეგადაც პენისის ღრუბლისებრ ქსოვილებსი სისხლის დინება იზრდება. შედეგად სისხლით სავსე პენისი ერეგირდება. სტიმულაციის დამთავრების დროს, სისხლი უკან გამოედინება და პენისი უბრუნდება მოშვებულ მდგომარეობას.

პრიაპიზმის ვითარდება მაშინ, როდესაც ამ სისტემოს ზოგიერთი ნაწილი, როგორიცაა სისხლი, სისხლძარღვები ან ნერვები ცვლიან სისხლის ნორმალურ დინებას. შედეგად ვითარდება არასასურველი, ხანგრძლივი ერექცია. პრიაპიზმის გამომწვევი ფაქტორები:

სისხლის დაავადებები

სისხლთან დაკავშირებული დაავადებები შესაძლოა გახდნენ პრიაპიზმის, როგორც წესი, იშემიური ფორმის მიზეზები. ამ დროს სისხლს არ შეუძლია დატოვოს პენისი. ასეთი დაავადებებია:

  • ნამგლისებრი ანემია
  • ლეიკემია



ნამგლისებრი ანემია ბიჭებში პრიაპიზმის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია. ნამგლისებრი ანემია მემკვიდრული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება სისხლის არანორმალური ფორმის წითელი უჯრედებით. ეს არასწორად ფორმირებული უჯრედები ბლოკავენ სისხლის დინებას.

რეცეპტით გამოწერილი მედიკამენტები

პრიაპიზმი, ძირითადად იშემიური ფორმის, ხშირი გვერდითი მოვლენაა ზოგიერთი წამლის. მდგომარეობის გამომწვევი ზოგიერთი წამალი:

  • ორალური მედიკამენტები, რომლებიც დანიშნულია ერექციის დისფუნქციისთვის: სილდენაფილი(ვიაგრა), ტადალაფილი (ციალისი) და ვარდენაფილი(ლევიტრა).
  • წამლები, რომელთა ინექციაც პირდაპირ პენისში ხდება ერექციის დისფუნქციის სამკურნალოდ. ასეთი წამალია, მაგალითად პაპავერინი
  • ანტიდეპრესანტები, როგორიცაა ფლუოქსეტინი(პროზაკი) და ბუპროპიონი(ველბუტრინი)
  • ფსიქიკური აშლილობების სამკურნალო წამლები, როგორიცაა რისპერიდონი(რისპერდალი) და ოლანზაპინი (ზიპრექსა)
  • სისხლის გამათხიერებლები, როგორიცაა ვარფარინი(კუმადინი) და ჰეპარინი



ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება

გამოწერილი წამლების არასწორი გამოყენება, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება ასევე იწვევს პრიაპიზმს, უმეტესად იშემიურ ფორმას. შესაზლო მიზეზები:

  • ერექციის დისფუნქციისათვის წამლების გამოყენება
  • დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება
  • არალეგალური ნარკოტიკების მოხმარება, მაგალითად მარიჯუანის ან კოკაინის მოხმარება



დაზიანება

არაიშემიური პრიაპიზმის ხშირი გამომწვევი მიზეზია დაზიანება ან ტრავმა გენიტალიების, მენჯისა და პერინეუმის არეში. პერინეუმი წარმოადგენს არეს პენისის ფუძესა და ანუსს შორის.

სხვა ფაქტორები

პრიაპიზმის სხვა მიზეზები:

  • ზურგის ტვინის დაზიანება
  • სისხლის კოლტები
  • მომწამვლელი შხამები, როგორიცაა მორიელის ან შავი ქვრივის ჯიშის ობობის შხამი



ზოგიერთ შემთხვევაში, ექიმებს უჭირთ ახსნან პრიაპიზმის გამომწვევი კონკრეტული მიზეზი.

სიმპტომები

პრიაპიზმი იწვევს არანორმალურად ხანგრძლივ ერექციებს, რომლებვიც არ უკავშირდებიან სექსუალურ სტიმულაცის. დაავადების სიმპტომები განსხვავებულია პრიაპიზმის ფორმის მიხედვით. არსებობს ორი ძირითადი ფორმა: იშემიური და არაიშემიური პრიაპიზმი.

იშემიური პრიაპიზმი

დაავადების იშემიურ ფორმას იწვევს სისხლის უნარის დაქვეითება, დატოვოს პენისი. იშემიური პრიაპიზმი დაავადების უფრო ხშირი ფორმაა. სიმპტომები:

  • არასასურველი ერექცია, რომელიც 4 საათზე მეტ ხანს გრძელდება
  • არასასურველი რეაქცია, რომელიც ხანგამოშვებითია რამდენიმე საათის განმავლობაში
  • გამაგრებული პენისი რბილი თავით
  • ტკივილი პენისის არეში



არაიშემიური პრიაპიზმი

არაიშემიური პრიაპიზმი გამოწვეულია სისხლის დიდი რაოდენობის დინებით პენისის მიმართულებით. არაიშემიური პრიაპიზმი, როგორც წესი, უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. სიმპტომები:

  • არასასურველი ერექცია, რომელიც მინიმუმ 4 საათის განმავლობაში გრძელდება
  • ერეგირებული, თუმცა არა გამაგრებული პენისი



როდის მივმართოთ ექიმს

თუ თქვენ აღგენიშნებათ ერექცია, რომელიც გრძელდება 4 საათზე ხანგრზლივად, მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება. თუ თქვენ განიცდით მტკივნეულ, მტკიცე ერექციას, რომელიც 4 საათზე ნაკლებ დროში თავისით გაივლის, მიმართეთ ექიმს. თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ მკურნალობა, რათა თავიდან აირიდოთ შემდგოპმი ეპიზოდები.