პირველადი იმუნოდეფიციტი

დაავადების აღწერა

პირველადი იმუნოდეფიციტური დაავადებები ასუსტებენ იმუნურ სისტემას, რის შედეგადაც ორგანიზმში ინფექციების გავრცელება და ჯანმრთელობიოს სხვა პრობლემების გაჩენა მარტივდება.

პირველადი იმუნოდებიციტის მქონე ადამიანების დიდ ნაწილს დაბადებიდანვე არ გააჩნია იმუნური თავდაცვის რომელიმე ნაწილი, რაც მას მოწყვლადს ხდის ზოგიერთი ინფექციისადმი.

პირველადი იმუნოდეფიციტის ზოგიერთი ფორმა იმდენად მსუბუქია, რომ შეუმჩნევლად მიმდინარეობს წლების განმავლობაში. თუმცა დაავადების ზოგიერთი ტიპი იმდენად ძლიერია, რომ დაბადებისთანავე თვალსაჩინოა.

სამკურნალოი საშუალებებს შეუძლიათ იმუნური სისტემის სტიმულაცია პრიველადი იმუნოდეფიციტური დაავადებების დროს. დაავადების მქონე პაციენტებში მიიღწევა ნორმალური, პროდუქტიული ცხოვრება.

გამომწვევი მიზეზი

პირველადი იმუნოდეფიციტური დაავადებების დიდი ნაწილი მემკვიდრულია და გადადის ერთი ან ორივე მშობლისგან. პირველად იმუნოდეფიციტში იმუნურ პორბლემებს იწვევს დნმ-ის დეფექტები. დნმ წარმოადგენს გენეტიკურ კოდს, რომელიც პასუხისმგებელია იმ უჯრედების წარმოქმნაზე, რომლებისგანაც შედგება ორგანიზმი.

პირველადი იმუნოდეფიციტური დაავადებების ბევრი ტიპი არსებობს. ბოლო წლებში არსებული კვლევების შედეგად, დღესდღეობით პირველადი იმუნოდეფიციტური დაავადებების დიაგნოსტირება გახშირებულია. პირველადი იმუნოდეფიციტური დაავადებები 6 ჯგუფად იყოფა და დამოკიდებულია იმუნური სისტემის კონკრეტული ნაწილის დაზიანებაზე:

  • B უჯრედების(ანტისხეულები) ნაკლებობა
  • T უჯრედების ნაკლებობა
  • T და B უჯრედების ნაკლებობების კომბინაცია
  • დეფექტური ფაგოციტები
  • კომპლემენტის სისტემის ნაკლებობა
  • უცნობი (იდიოპათიური)

სიმპტომები

პირველადი იმუნოდეფიციტის ერთ-ერთი, ყველაზე ხშირი ნიშანია ხშირი ინფექციები. პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს ინფექციების სიხშირე, გახანგრძლივება ან მკურნალობის გაძნელება. ასევე შესაძლებელია აღინიშნებოდეს ისეთი ინფექციები, რომლებიც ჯანმრთელ ადამიანებსი არ აღინიშნება(ოპურტუნისტული ინფექციები).

სიმპტომები განსხვავებულია პირველადი იმუნოდეფიციტური დაავადების მიხედვით და სხვადასხვანაირად ვლინდება ადამიანებში.

პირველადი იმუნოდეფიციტის სიმპტომები:

  • ხშირი და განმეორებითი პნევმონია, ბრონქიტი, სინუსური ინფექციები, ყურის ინფეცქიები, მენინგიტი და კანის ინფექციები
  • შინაგანი ორგანოების ინფექცია და ანთება
  • სისხლის დაავადებები, როგორიცაა თრომბოციტების დაბალი შემცველობა ან ანემია
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, როგორიცაა სპაზმები, უმადობა, გულისრევის შეგრზნება და ფაღარათი
  • დაგვიანებული ზრდა-განვითარება
  • ავტოიმუნური დაავადებები, როგორიცაა მგლურა, რევმატოიდული ართრიტი ან დიაბეტი ტიპი 1



როდის მივმართოთ ექიმს

თუ თქვენ ან თქვენს შვილს აღენიშნება ხშირი, განმეორებითი, მძიმე ინფექციები ან ინფექციები, რომლებიც არ ექვემდებარებიან მკურნალობას, მიმართეთ ექიმს. პირველადი იმუნოდეფიციტის ადრეული დიაგნოზი და მკურნალობა თავიდან აგარიდებთ ინფექციებს, რომლებიც იწვევენ ხანგრძლივ გარტულებებს.