განგრენული პიოდერმია

დაავადების აღწერა

განგრენული პიოდერმია იშვიათი დაავადებაა, რომელიც იწვევს დიდი ზომის, მტკივნეულ წყლულებს კანზე, განსაკუთერბით ქვედა კიდურების არეში.

დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა მიიჩნევენ, რომ მდგომარეობას იმუნური სისტემის პრობლემა იწვევს. ზოგიერთი დაავადების მქონე პაციენტებში, მაგალითად ანთბითი ნაწლავის დაავადების მქონე ან რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ ადამიანებში პიოდერმიის განვითარების რისკი იმატებს.

მკურნალობა, როგორც წესი, მოიცავს კორტიკოსტეროიდების მაღალ დოზებს. ასეთი კორტიკოსტეროიდია მაგალითად პრედნიზონი, რომელიც გამოიყენება სხვა წამლებთან ერთად იმუნური სისტემის დასათრგუნად. განგრენული პიოდერმიით გაჩენილი წყლულების მკურნალობას რამოდენიმე კვირა და ზოგჯერ თვეც ესაჭიროება.

გამომწვევი მიზეზი

განგრენული პიოდერმიის ზუსტი გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით აღმოჩენილი არ არის. მდგომარეობა ხშირადაა დაკავშირებული ანთებით დაავადებებტან, როგორიცაა წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება. განგრენული პიოდერმიის დროს კანის ტრავმებმა, როგორიცაა ჭრილობა და ა.შ. შესაძლოა გამოიწვიონ ახალი წყლულების ჩამოყალიბება. ტენდენციას, რომელიც გულისხმობს ტრავმის, მაგალითად ქირურგიული ჩარევის შემდეგ ახალი წყლულების გაჩენას პათერგია ეწოდება.

სიმპტომები

განგრენული პიოდერმია, როგორც წესი, თავს იჩენს, როგორც მცირე ზომის, წითელი ფერის ამობურცულობა კანზე. დაზიანება შესაძლოა წააგავდეს ობობის ნაკბენს. დღეების შემდეგ, ამობურცულობა გადაიზრდება დიდი ზომის, მტკივნეულ, ღია მუწუკში. წყლულები, ხხშირად, ქვედა კიდურებზე ჩნდება, თუმცა შესაძლოა სხეულის ნებისმიერ წერტილში აღმოცენდნენ. თუ თქვენ აღგენიშნებათ რამოდენიმე წყლული, შესაძლებელია მათი გაერთიანება და ერთ, დიდ წყლულად ჩამოყალიბება.

როდის მივმართოთ ექიმს

ქავილის გამომწვევი გამონაყრის, კანის დაწყლულების ან ძნელად მოშუშებადი მუწუკების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.