მოუსვენარი ფეხების სინდრომი

დაავადების აღწერა

მოუსვენარი ფეხების სინდრომი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანს აქვს გაუკონტროლებელი სურვილი, მუდმივად ამოძრაობს ფეხები, ძირითადად, ქვედა კიდურების დისკომფორტის გამო. მდგომარეობა, როგორც წესი, ვითარდება საღამოს ან ღამის პერიოდში, როდესაც პაციენტი მჯდომარე ან მწოლიარე პოზიციაშია. ფეხების მოძრაობა დროებით ამსუბუქებს უსიამოვნო დისკომფორტს.

მოუსვენარი ფეხების სინდრომის განვითარება შესაძლებელია ყველა ასაკში, თუმცა დაავადებას ასაკის მატებასთან ერთად გაუარესება ახასიათებს. პათოლოგია იწვევს ძილის დარღვევას და ძილიანობას დღის განმავლობაში.

ცხოვრების სტილის ცვლილებები და სახლის პირობებში მიღებული ზომები შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს. მედიკამენტები ასევე ეხმარება დაავადების მქონე პაციენტებს.

გამომწვევი მიზეზი

მოუსვენარი ფეხების სინდრომის თვალსაჩინო მიზეზების პოვნა ხშირად ვერ ხერხდება. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ მდგომარეობა შესაძლოა გამოწვეული იყოს თავის ტვინში არსებული ქიმიური ნივთიერება დოპამინის დაუბალანსებლობით. დოპამინი კუნთის მოძრაობის გაკონტროლებაში იღებს მონაწილეობას.

დამემკვიდრება

ზოგჯერ, სინდრომი გადადის მშობლიდან შვილზე, განსაკუთრებით, თუ მდგომარეობა 50 წლამდე იჩენს თავს. მკვლევარებმა აღმოაჩინეს ადგილები ქრომოსომებზე, სადაც დაავადების გამომწვევი გენები შესაზლოა მდებარეობდნენ.

ორსულობა

მოუსვენარი ფეხების სინდრომის მდგომარეობა შესაძლოა დროებით გაუარესდეს ორსულობით ან ჰორმონული ცვლილებებით. ზოგიერთ ქალში მდგომარეობა თავს პირველად ორსულობის დროს იჩენს, განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში. თუმცა სინდრომი, როგორც წესი, მშობიარობის შემდგომ ქრება.

სიმპტომები

მოუსვენარი ფეხების სინდრომის სიმპტომები:

  • შეგრძნება იწყება მოსვენების დროს. შეგრძნება, როგორც წესი, წიყება ხანგრძლივად ჯდომის ან წოლის დროს, მაგალითად მანქანაში, თვითმფრინავსა და კინოთეატრში ყოფნისას.
  • სურვილის შემსუბუქება მოძრაობით. სურვილი მსუბუქდება მოძრაობის შედეგად, მაგალითად გაწელვის, ფეხის კანკალის ან სიარულის დროს.
  • სიმპტომების გაუარესება საღამოს პერიოდში. სიმპტომები, როგორც წესი, ღამით ვითარდება.
  • ფეხის კანკალი ღამის პერიოდში. მოუსვენარი ფეხების სინდრომი შესაძლოა უკავშირდებოდეს უფრო ხშირ მდგომარეობას, რომელსაც ძილში კიდურების პიეროდული მოძრაობა ეწოდება. მდგომარეობა გამოიხატება ძილის პერიოდში ქვედა კიდურების ტკოვითა და ქნევით.


პაციენტები სიმპტომებს აღწერენ, როგორც არანორმალურ, უსიამოვნო შეგღზნებებს ქვედა კიდურების ან ტერფების არეში, ძირითადად, ორივე მხარეს. იშვიათად, შეგრძნებები ზედა კიდურებშია წარმოდგენილი.

შეგრძნებებს, რომლებიც ძირითადად წარმოდგენილია კიდურებში და არა კანზე, პაციენტები აღწერენ, როგორც:

  • ცოცვა
  • ხოხვა
  • მოქაჩვა
  • ფეთქვა
  • ტკივილი
  • ქავილი



ზოგჯერ შეგრძნებები არ ექვემდებარებიან აღწერას. პაციენტები არ აღწერენ მდგომარეობას, როგორც მაგალითად, კუნთის კრუნჩხვას ან მგრძნობელობის დაქვეითებს. ისინი უბრალოდ ამბობენ, რომ მუდმივად აქვთ ქვედა კიდურების გამოძრავების სურვილი.

სიმპტომების სიმძიმე განსხვავებულია. ზოგიერთ შემთხვევაში, სიმპტომები ქრებიან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შემდეგ კი ხელახლა იჩენენ თავს.

როდის მივმართოთ ექიმს

სინდრომის მქონე ადამიანების გარკვეული ნაწილი არ ითხოვს სამედიცინო დახმარებას რადგან მიაჩნიათ, რომ მათ სერიოზულად არ მიიღებენ. ზოგიერთი ექიმი შეცდომით მიაწერს სიმპტომებს ნერვიულობას, სტრესს, უძილობას ან კუნთის კრუნჩხვებს.

თუ ეჭვობთ მოუსვენარი ფეხების სინდრომის არსებობის შესახებ მიმართეთ ექიმს.