კლდოვანი მთების ლაქოვანი ცხელება

დაავადების აღწერა

კლდოვანი მთების ლაქოვანი ცხელება წარმოადგენს ბაქტერიულ ინფექციას, რომელიც გადადის ტკიპით. დროული მკურნალობის გარეშე, ინფექცია იწვევს შინაგანი ორგანოების დაზიანებას, როგორიცაა თირკმელები დაგული.

კლდოვანი მთების ლაქოვანი ცხელების პირველადი სიმპტომები წარმოადგენს თავის ტკივილებსა და მაღალ ტემპერატურას. რამოდენიმე დღის შემდეგ, როგორც წესი მაჯებსა და კოჭებზე, ჩნდება გამონაყარი. დაავადება ანტიბიოტიკებით ადრეულ მკურნალობაზე კარგად რეაგირებს.

გამომწვევი მიზეზი

კლდოვანი მთების ლაქოვანი ცხელება გამოწვეულია ბაქტერია – რიკეტსია რიკეტსით. ამ ბაქტერიების მატარებელი ტკიპები ინფექციის გავრცელების ყველაზე ხშირი წყაროები არიან. თუ ინფიცირებული ტკიპა იკვებება თქვენი სისხლით 6-10 საათის განმავლობაში, თქვენ შესაძლოა გაგივითარდეთ ინფექცია.

ინფექციის გავრცელების შემთხვევები ხშირია თბილი ამინდების დროს, როდესაც ხალხი მეტ დროს ატარებს გარეთ. ინფექცია ადმიანიდან ადამიანზე არ გადადის.

სიმპტომები

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ინფექციიდან პირველი კვირის განმავლობაში ავადდებიან, სიმპტომები შესაძლოა მე-14 დღემდე არ გამოვლინდნენ. ინფექციის ადრეული სიმპტომები არასპეციფიურია და წააგავს სხვა დაავადებების გამოვლინებებს:

  • მაღალი სიცხე
  • ციება
  • თავის ძლიერი ტკივილი
  • კუნთების ტკივილი
  • გულისრევის შეგრძნება და ღებინება
  • მოუსვენრობა და უძილობა



გამონაყარი განსხვავებულია

ინფექციასთან დაკავშირებული წითელი გამონაყარი, რომელიც არ იწვევს ქავილს, ჩნდება პირველადი სიმპტომებიდან რამოდენიმე დღის შემდეგ. გამონაყარი, როგორც წესი, თავს იჩენს მაჯებსა და კოჭებზე და შეუძლია გავრცელდეს ორი მიმართულებით – ხელის ან ფეხის გულებზე და ზედა და ქვედა კიდურების გავლით ზედა ტანზე.

კლდოვანი მთის ლაქოვანი ცხელების მქონე ადამიანების ნაწილს გამონაყარი არ უვითარდება, რაც ართულებს ექიმისთვის დაავადების დადგენას.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ ტკიპის კბენის შემდეგ გაგივითარდათ გამონაყარი ან თავს ცუდად გრძნობთ, მიმართეთ ექიმს. ტკიპით გადადებული ეს და სხვა ინფექციები პროგრესირებენ სწრაფად და შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიშიც აღმოჩნდენ. შესაძლებლობის შემთხვევაში, წაიღეთ ტკიპა ექიმის კაბინეტში ლაბორატორიული გამოკვლევისათვის.