როზაცეა

დაავადების აღწერა

როზაცეა კანის ხშირი დაავადებაა, რომელიც იწვევს სიწითლეს და მცირე ზომის, წითელ, ჩირქით სავსე ამობურცულობებს კანზე. მიუხედავად იმისა, რომ როზაცეა ნებისმიერ ასაკში შესაძლოა აღმოცენდეს, დაავადება ყველაზე ხშირია საშუალო ასაკის ღია ფერის თმის მქონე ქალებში.

სამედიცინო ჩარევის გარეშე, როზაცეას ახასიათებს გაუარესება დროთა განმავლობაში. დაავადების სიმპტომები თავს იჩენს რამოდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში და შემდეგ თავისით გაივლის შემდეგ ეპიზოდამდე. როზაცეა ხშირად ერევათ აკნეში, ალერგიულ რეაქციებში და კანის სხვა პრობლემებში.

მიუხედავად იმისა, რომ როზაცეა არ იკურნება, სამკურნალო საშუალებები აკონტროლებენ და ამსუბუქებენ სიმპტომებს. თუ თქვენ აღნიშნავთ სახეზე მუდმივ სიწითლეს, მიმართეთ ექიმს დროული დიაგნოზისა და შესაბამისი მკურნალობისათვის

გამომწვევი მიზეზი

როზაცეას მიზეზები უცნობია, თუმცა მიჩნეულია, რომ დაავადებას იწვევს მემკვიდრული და გარემო ფაქტორების ერთობლიობა.

სიხლის მომარაგების გაძლიერების საშუალებით მრავალ მდგომარეობას შეუძლია გამოიწვიოს ან დაამძიმოს როზაცეა. ასეთი ფაქტორებია:

  • ცხელი საკვები ან სასმელები
  • ცხარე საკვები
  • ალკოჰოლი
  • მაღალი ტემპერატურა
  • მზის სინათლე
  • სტრესი, ბრაზი და უხერხულობა
  • ძლიერი ფიზიკური დატვირთვა
  • ცხელი აბაზანები ან საუნა
  • კორტიკოსტეროიდები, როგორიცაა პრედნიზონი
  • სისხლძარღვების გამფართოებელი მედიკამენტები, მათ შორის სისხლის წნევის დასარეგულირებელი წამლები

სიმპტომები

როაზცეას სიმპტომები:

  • სიწითლე სახის არეში. როზაცეა, როგორც წესი, იწვევს სიწითლეს სახის ცენტრალურ ნაწილში. ცხვირისა და ლოყების არეში არსებული მცირე ზომის სისხლძარღვები ფართოვდება და თვალსაჩინო ხდება.
  • შესიებული წითელი ამობურცულობები. როზაცეას მქონე პაციენტების დიდ ნაწილს ასევე აღენიშნება აკნეს მსგავსი ამობურცულობები სახეზე. გროვები, ზოგჯერ, ჩირქსაც შეიცავენ. კანი შესაძლოა იყოს თბილი და მტკივნეული.
  • თვალის პრობლემები. დაავადების მქონე პაციენტების ნახევარში აღინიშნება თვალის სიმშრალე, გაღიზიანებადობა და ასევე ქუთუთოების შესიება და სიწითლე. რიგ შემთხვევებში, თვალების სიმპტომები კანის გამოვლინებებს წინ უსწრებს.
  • ცხვირის გადიდება. იშვიათ შემთხვევებში, როზაცეა იწვევს ცხვირზე არსებული კანის შესქელებას, რაც განაპირობებს ცხივირს გაბუშტვას (რინოფიმა). ეს მდგომარეობა უფრო მეტად მამაკაცებში გვხვდება.



როდის მივმართოთ ექიმს

თუ თქვენ აღნიშნავთ მუდმივ სიწითლეს სახის არეში, მიმართეთ დერმატოლოგს დიაგნოზისა და სათანადო მკურნალობისათვის.