საკროილიიტი
დაავადების აღწერა
საკროილიიტი ხერხემლის ქვედა ნაწილისა და მენჯის ძვლების შეკავშირების ადგილების (სახსრების) ანთებაა, ცალ ან ორივე მხარეს. საკროილიიტი შეიძლება გამოვლინდეს ტკივილით დუნდულებზე, წელზე ან კიდურებზე. ტკივილი ხშირად უარესდება ხანგრძლივი დგომით ან კიბეზე ასვლით.
საკროილიიტი რთული სადიაგნოსტიკოა, რადგან წელის ტკივილის სხვა მიზეზებში ხშირად ეშლებათ. საკროილიიტი შედის ანთებითი ართრიტების ჯგუფში. მკურნალობა მოიცავს მოსვენებას, ფიზიკურ თერაპიასა და მედიკამენტებს.
გამომწვევი მიზეზი
სახსრის დისფუნქციას მრავალი ფაქტორი იწვევს, მათ შორისაა:
- ტრავმული დაზიანება. უეცარი ტრავმა, როგორიცაა ავტოავარიის ან დაცემის დროს, შესაძლოა გახდეს სახსრის დაზიანების მიზეზი.
- ართრიტი. ოსტეოართრიტი შესაძლოა განვითარდეს მენჯის სახსარშიც, ისევე, როგორც მაანკილოზებელი სპონდილიტი– ანთებითი ართრიტი, რომელიც ხშირად მოიცავს ხერხემალს.
- ორსულობა. მენჯის სახსრები ეშვება და იჭიმება მშობიარობის დროს. გაზრდილი დატვირთვა და სიარულის შეცვლილი მანერა ორსულობის დროს ავითარებს დამატებით სტრესს ამ სახსრებზე და იწვევს მათ გაცვეთას.
- ინფექცია. იშვიათად, სახსრები ინფექციის გამო ზიანდება.
სიმპტომები
საკროილიიტთან ასოცირებული ტკივილი ყველაზე ხშირად დუნდულებზე და წელზე გვხვდება. ტკივილი შესაძლოა გავრცელდეს კიდურებზე, საზარდულის არეში და ტერფებზე. საკროილიიტის ტკივილი უარესდება:
- ხანგრძლივად დგომის გამო
- ცალ ფეხზე მეტი წონის დატანება, ვიდრე მეორეზე
- კიბეზე ასვლა
- სირბილი
- ხანგრძლივი სიარული