საჯდომი ნერვის ტკივილი
დაავადების აღწერა
საჯდომი ნერვი მომდინარეობს წელიდან ქვემო მიმართულებით – დუნდულებისა და ბარძაყების გავლით ქვედა კიდურებისკენ. უმეტესად, ტკივილი მოცემულია სხეულის მხოლოდ ცალ მხარეს.
საჯდომი ნერვის ტკივილი, როგორც წესი, ვითარდება მალთაშუა დისკოს თიაქრის ან ხერხემალში ძვლოვანი წანაზარდების დროს, რის შედეგადაც იჭყლიტება ნერვი. მდგომარეობა იწვევს ანთებას, ტკივილს და ხშირად მგრზნობელობის დაქვეითებას დაზიანებულ ქვედა კიდურში.
მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი შესაძლოა იყოს მძიმე, უმეტესი შემთხვევა ადვილად ქრება მარტივი მკურნალობის შედეგად რამოდენიმე კვირაში. მკურნალობის შემდეგ იმ პაციენტებში, რომელთაც ტკივილი 6 კვირის ან მეტის განმავლობაში უგრძელდებათ, ზეწოლისა და ტკივილის მოსახსნელად შესაძლოა ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო.
გამომწვევი მიზეზი
საჯდომი ნერვის ტკივილი ვითარდება ნერვის მოყოლის ან მოჭყლეტის დროს, რომელიზ, როგორც წესი, გამოწვეულია მალთაშუა დისკოს თიაქრის ან ხერხემლის მალებში ძვლოვანი წანაზარდების შედეგად. იშვიათად, ნერვის განპირობებულია სიმსივნის ზეწოლის ან რაიმე დაავადების შედეგად, როგორიცაა დიაბეტი.
სიმპტომები
ტკივილი, რომელიც ვრცელდება წელის (ლუმბარული) ხერხემლიდან დუნდულოს გავლით ქვედა კიდურის უკანა ნაწილში, არის საჯდომი ნერვის ტკივილის პირველი ნიშანი. თქვენ შესაძლოა აღგენიშნებოდეთ დისკომფორტი ნერვის გაყოლებაზე ნებისმიერ ადგილში.
ტკივილი შესაძლოა იყოს განსხვავებული და ახასიათებდეს როგორც მსუბუქი უსიამოვნება, ასევე გამჭოლი, მწველი შეგრძნება ან აუტანელი დისკომფორტი. ზოგჯერ პაციენტები ელექტრული შოკის მსგავს შეგრძნებას აღიქვამენ. ტკივილი შესაძლოა გაძლიერდეს ხველის, ცემინების და ხანგრძლივად ჯდომის შედეად. როგორც წესი, ჩართულია სხეულის ცალი მხარე.
ზოგიერთ ადამიანს ასევე აღენიშნება მგრძნობელობის დაქვეითება, ჩხვლეტის შეგრძნება ან კუნთის სისუსტე დაზიანებული ფეხის ან ტეფის არეში. ზოგიერთ შემთხვევაში მგრძნობელობის დაქვეითება აღინიშნება ერთ კიდურზე, ხოლო ტკივილი მეორეზე.
როდის მივმართოთ ექიმს
საჯდომის ნერვის მსუბუქი ტკივილი, როგორც წესი, სამედიცინო ჩარევის გარეშე თავისით გაივლის. მიმართეთ ექიმს, თუ სახლის პირობებში მიღებული ზომები არ ამსუბუქებენ სიმპტომებს. ასევე მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება, ტუ ტკივილი გრძელდება ერთ კვირაზე ხანგრძლივად, არის მძიმე ან უარესდება. მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახამრება თუ:
- თქვენ განიცდით უცაბედ, ძლიერ ტკივილს წელის ან ფეხის არეში, მგრძნობელობის დაქვეითებას ან კუნთის სისუსტეს ფეხის არეში.
- ტკივილი მოჰყვება ძლიერ ტრავმულ დაზიანებას, როგორც საგზაო შემთხვევის დროს
- თქვენ გაქვთ შარდვის და დეფეკაციის კონტროლის პრობლემები.