მხრის ამოვარდნა

დაავადების აღწერა

მხრის ამოვარდნა წარმოადგენს ლავიწის ძვლის ბეჭის ძვალთან მიმმაგრებელი იოგების დაზიანებას. მხრის მსუბუქი ამოვარდნის დროს, იოგები შესაძლოა უბრალოდ დაჭიმული იყვნენ. მძიმე დაზიანებების შემთხვევაში იოგები სრულად იგლიჯება.

უმეტესი პაციენტის შემთხვევაში, მხრის ამოვარდნა არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. ამ დროს საჭიროა სახლის პირობებში მკურნალობა, როგორიცაა დასვენება, ყინული და ტკივილგამაყუჩებლები. მხრის ამოვარდნის შემდეგ რამოდენიმე კვირაში პაციენტების უმრავლესობა მხრის ფუნქციას სრულად აღიდგენს

გამომწვევი მიზეზი

მხრის ამოვარდნის ყველაზე ხშირი მიზეზია ამ წერტილში რაიმე სხეულის პირდაპირი მიჯახება ან მხარზე დაცემა. დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს იმ იოგების გაჭიმვა ან გახევა, რომლებიც ლავიწის ძვალს ბეჭის ძვალთან ამაგრებენ.

სიმპტომები

ამოვარდნილი მხრის სიმპტომები:

  • მხრის ტკივილი
  • მხრის ან მკლავის სისუსტე
  • მხრის დალურჯება ან შესიება
  • მხრის მოძრაობის შეზღუდვა
  • ამობურცულობა მხრის თავზე



როდის მივმართოთ ექიმს

ლავიწის ძვლის ბოლოს არსებული მუდმივი ტკივილის ან რაიმე დისკომფორტის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.