მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი

დაავადების აღწერა

მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი გადამდები და ზოგჯერ სასუნთქი გზების ფატალური დაავადებაა. სინდრომი, თავდაპირველად, ჩინეთში გამოჩნდეა 2002 წლის ნოემბერში. რამოდეინმე თვეში, დაავადება მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა მოგზაურების საშუალებით.

მძიმე მწვავე რესპირატორულმა სინდრომმა აჩვენა, თუ რა სისწრაფით შეიძლება გავრცელდეს ინფექცია მოძრავ და შეკავშირებულ სამყაროში. მეორე მხრივ, კოორდინირებულმა საერთაშორისო თანამშრომლობამ ჯანმრთელობის ექსპერტებს ინფექციის გავრცელების სწრაფად აღმოფხვრის საშაულება მისცა. 2004 წლიდან სინდრომის ფაქტი აღარ დაფიქსირებულა.

გამომწვევი მიზეზი

მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი გამოწვეულაი კორონავირუსის ერთ-ერთი ფორმით. კორონავირუსი წარმოადგენს ვირუსის ჯგუფს, რომელიც ზოგად გაციებას იწვევს. დღემდე ითვლებოდა, რომ ვირუსი ადამიანებისთვის საშიში არ იყო, თუმცა იგი ძალიან მძიმე დაავადებას იწვევდა ცხოველებში. ამ მიზეზით, ექიმებმა იფიქრეს, რომ თავდაპირველად ვირუსი ცხოველებიდან ადამიანებზე გავრცელდა. თუმცა დღესდღეობით მიჩნეულია, რომ ახალი ვირუსი ცხოველის რამოდენიმე ვირუსის ევოლუციის შედეგია.

როგორ ვრცელდება მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი

სასუნთქი გზების უმეტესი ავადმყოფობები, მათ შორის მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, ვრცელდება დაავადებული პაციენტის ამოხველების, დაცემინების ან საუბრის შედეგად გადმოტყორცნილი წვეთებით ჰაერში. ექსპერტების უმეტესი ნაწილი თვლის, რომ სინდრომი ვრცელდება მეტწიალდ სხიდან სახეზე კონტაქტის შედეგად, თუმცა ვირუსი ასევე გადადის დაბინძურებული ნივთებიდან.

სიმპტომები

მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი იწყება გრიპისმაგვარი სიმპტომებით: სიცხე, ციება, კუნთის ტკივილები და იშვიათ შემთხვევებში ფაღარათი. დაახლოებით 1 კვირის შემდგომ განვითარებული სიმპტომები:

  • 38 C გრადუსზე მაღალი ტემპერატურა
  • მშრალი ხველა
  • სუნთქვის უკმარისობა



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ თვლით, რომ შეხება გქონდათ სინდრომთან. მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა.