სექსით გამოწვეული თავის ტკივილები

დაავადების აღწერა

სექსით გამოწვეული თავის ტკივილები ჩნდება სექსუალური აქტივობის დროს, განსაკუთრებით ორგაზმისას. თქვენ შესაძლოა შეამჩნიოთ ყრუ ტკივილები თავისა და კისრის არეში. ტკივილი იმატებს სექსუალური აგზნების გაძლიერების პარალელურად. უფრო ხშირად, პაციენტმა შესაზლოა იგრძნოს თავის უცაბედი, ძლიერი ტკივილი ზუსტად ორგაზმამდე ან ორგაზმის დროს.

სექსით გამოწვეული თავის ტკივილების უმეტესი შემთხვევა საშიში არ არის. თუმცა ზოგიერთი მათგანი შესაძლოა უფრო სერიოზულ დაავადებაზე მიუთითებდეს, მაგალითად იმ სისხლძარღვების პრობლემებზე, რომლებიც კვებავენ თავის ტვინს.

გამომწვევი მიზეზი

სექსუალური ტიპის ნებისმიერი აქტივობა, რომელიც იწვევს ორგაზმს, შეიძლება იყოს სექსისმიერი თავის ტკივილების გამომწვევი.

სწრაფად მზარდი და ნელა მზარდის თავის ტკივილები შესაძლოა იყვნენ პირველადი თავის ტკივილის დაავადებები და არ უკავშირდებოდნენ რაიმე გამომწვევ მიზეზს. უეცრად განვითარებული სექსისთან დაკავშირებული თავის ტკივილები, ხშირად, უკავშირდება:

  • თავში არსებული არტერიის კედლის შეთხელბას და გამოზნექას(ინტრაკრანიალური ანევრიზმა)
  • თავის ტვინში არტერიებისა და ვენების არანორმალური კავშირი(არტერიოვენური ამლფორმაცია), რომლიდანას სისხლი ჟონავს თავის ტვინის გარშემო არსებულ თავზურგტვინის სითხით გავსებულ სივრცეში
  • სისხლდენა თავის ტვინში მიმავალი არტერიის კედელში (აშრევება)
  • ინსულტი
  • კორონარული არტერიების დაავადება
  • ზოგიერთი მედიკამენტის გამოყენება, მაგალითად ჩასახვის საკონტროლი აბები
  • ზოგიერთი ინფექციით გამოწვეული ანთება



სექსით გამოწვეული თავის ტკივილები, რომლებიც უკავშირდება ცნობიერების დაკარგვას, ღებიენბას, კისრის დაჭიმულობას ან სხვა ნევროლოგიურ სიმპტომებსა და ძლიერ ტკივილს, რომელიც გრძელდება 24 საათზე ხანგრძლივად, დიდი ალბათობით რაიმე სხვა გამომწვევი მიზეზითაა განპირობებული.

სიმპტომები

სექსით გამოწვეული თავის ტკივილების ორი ფორმა არსებობს:

  • ყრუ ტკივილები თავისა და კისრის არეში, რომლებიც ძლიერდებიან სექსუალური აგზნების მატებასთან ერთად.
  • თავის უცაბედი, ძლიერი, მფექთქავი ტკივილი ზუსტად ორგაზმამდე ან ორგაზმის დროს



ზოგიერთ ადამიანში, თავის ტკივილის ორივე ფორმაა შერწყმული.

სექსით გამოწვეული თავის ტკივილების უმეტესი შემთხვევა რამოდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდება. დანარჩენი შემთხვევები შესაძლოა გაგრძელდეს საათების და ზოგჯერ, 2-3 დღის განმავლობაში.

დაავადების მქონე ადამიანებს ტკივილი შესაძლოა აღენიშნებოდეთ გროვებად რამოდენიმე თვის განმავლობაში. ტკივილები, ხანდახან, თავისით გაივლიან ერთი წლის ან მეტის განმავლობაში. პაციენტების უმრავლესობა ტკივილებს 6 თვის განმავლობაში განიცდის. შესაძლებელია, რომ ადამიანს სიცოცხლეში მხოლოდ ერთი ასეთი ტკივილი ჰქონდეს.

როდის მივმართოთ ექიმს

სექსით გამოწვეული თავის ტკივილების დიდი ნაწილი სამედიცინო დახმარებას არ მოითხოვს. თუმცა სექსუალური აქტივობის დროს თავის ტკივილის შემთხვევაში, მითუმეტეს, თუ ეს პირველი შემთხვევაა, მიმართეთ ექიმს.