ბავშვის რხევის სინდრომი

დაავადების აღწერა

ბავშვის რხევის სინდრომი, იგივე თავის ძალადობრივი ტრავმა, თავის ტვინის მძიმე დაზიანებაა, რომელიც გამოწვეულია ახალშობილის ან მცირეწლოვანი ბავშვის ძლიერად შეჯანჯღარების შედეგად.

ბავშვის რხევის სინდრომის დროს ნადგურდება ახალშობილის თავის ტვინის უჯრედები, რაც განაპირობებს ჟანგბადის ნაკლებობას ამ ორგანოში. სინდრომი ბავშვზე ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც იწვევს თავის ტვინის პერმანენტულ დაზიანებას ან სიკვდილს.

ბავშვის რხევის სინდრომის თავიდან აცილება შესაძლებელია. იმ მშობლებისთვის, ვინც შესაძლოა ზიანი მიაყენოს საკუთარ შვილს, დახამრება შესაძლებელია.

გამომწვევი მიზეზი

ახალშობილებს კისრის სუსტი კუნთები აქვთ და უჭირთ თავის დაჭერა. ბავშვის ძლიერად რხევის შედეგად, მისი მყიფე თავის ტვინი წინ და უკან მოძრაობს ქალაში. ეს იწვევს ჩალურჯება, შესიებასა და სისხლდენას.

ბავშვის რხევის სინდრომი ვითარდება, როდესაც მშობელი ან აღმზრდელი ძლიერად აჯანღარებს მცირეწლოვან ბავშვს გადაღლილობის ან ბრაზის გამო. საქციელის მიზეზი, როგორც წესი, ბავშვის გაუთავებელი ტირილია.

ბავშვის რხევის სინდრომი, როგორც წესი, არ არის გამოწვეული ბავშვის მუხლზე ხტუნაობით, წაქცევით ან უხეში თამაშით.

სიმპტომები

ბავშვის რხევის სინდრომის სიმპტომები:

  • უკიდურესი გაღიზიანებადობა
  • ფხიზლად ყოფნის გაძნელება
  • სუნთქვის პრობლემები
  • ცუდად კვება
  • კანკალი
  • ღებინება
  • ფერკმრთალი ან მოლურჯო კანი
  • გულყრები
  • პარალიზი
  • კომა



სხვა დაზიანებები, რომლებიც თავდაპირველად შესაძლოა არ იყვნენ თვალსაჩინო, წარმოადგენენ სისხლდენას თავის ტვინსა და თვალებში, ზურგის ტვინისა და კისრის დაზიანებას, თირკმელების, თავის ქალისა და სხვა ძვლების მოტეხილობას.

ბავშვის რხევის სინდრომის მსუბუქი ფორმების დროს, შენჯღრევის შემდგომ ბავშვი შესაძლოა ნორმალურად მოგვეჩვენოს, თუმცა დროთა განმავლობაში მას უყალიბდება ჯანმრთელობის ,დასწავლისა და ქცევის პრობლემები.

როდის მივმართოთ ექიმს

ოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახამრება, თუ ეჭვობთ, რომ თქვენს შვილს აღენიშნება ტრავმული დაზიანება, რომელიც გამოწვეულია რხევით.

მიმართეთ პედიატრს, ან მიიყვანეთ ბავშვი უახლოს სასწრაფო განყოფილებაში. დროულმა მკურნალობამ შესაძლოა გადაარჩინოს ბავშვი და თავიდან აარიდოს მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები.

სამედიცინო პერონალი ვალდებულია, აცნობოს სახელმწიფოს ბავშვზე ძალადობის ფაქტების შესახებ.