ალერგია მოლუსკზე

დაავადების აღწერა

მოლუსკზე ალერგია წარმოადგენს ორგანიზმის იმუნური სისტემის არანორმალურ პასუხს ზღვის ზოგიერთი პროდუქტის პროტეინების მიმართ. ასეთი მოლუსკები წარმოადგენენ ნიჟარის მქონე ზღვის ცხოველებს, როგორიცაა კრევეტი, კიბორჩხალა, ხამანწკა, ასთაკვი, ასევე რვაფეხა და კალმარი.

მოლუსკზე ალერგიული პაციენტების ნაწილს ყველა ტიპის მოლუსკზე აქვს ალერგია. დანარჩენებს კი მხოლოდ ცხოველების ზოგიერთ ჯიშზე. რეაქციები გამოიხატება როგორც მსუბუქი სიმპტომები, მაგალითად ამობურცული გამონაყარი ან დახშული ცხვირი, ასევე მძიემ გამოვლინებები, რომლებიც სიცოცხლისთვის საშიში შეიძლება აღმოჩნდენ.

თუ თვლით, რომ გაქვთ ალერგია მოლუსკებზე, მიმართეთ ექიმს. ანალიზები და ტესტები დაამტკიცებენ ან უარყოფენ მოლუსკებზე ალერგიას, რის მიხედვითაც თქვენ შეგეძლებათ თავი აირიდოთ მომავალი რეაქციებისგან.

გამომწვევი მიზეზი

საკვებზე ნებისმიერი ტიპის ალერგია გამოწვეულია იმუნური სისტემის გადამეტებული რეაქციით. იმუნური სისტემა ამოიცნობს მოლუსკის ცილას, როგორც რაიმე მავნებელ ნივთიერებას და წარმოქმნის ანტისხეულებს მის(ალერგენი) მიმართ. შემდეგ ჯერზე ალერგენთან კონტაქტის შედეგად, იმუნური სისტემა ათავისუფლებს ჰისტამინსა და სხვა ნივთიერებებს, რომლებიც იწვევენ ალერგიის სიმპტომებს.
 
მოლუსკების ტიპები

არსებობს მოლუსკის რამოდენიმე სახეობა, რომელთაგანაც თითოეული განსხვავებულ ცილებს შეიცავს:

  • კიბოსნაირები: კიბორჩხალა, ასთაკვი, კრევეტი, მდინარის კიბო და ომარი.
  • მოლუსკებში შედის კალმარი, ლოკოკინა, რვაფეხა, ორსაგდულიანი მოლუსკი, ხამანწკა და ზღვის სავარცხელა.
  • ზოგიერთ ადამიანს ზღვის მხოლოდ კონკრეტულ პროდუქტზე უვითარდება ალერგია. დანარჩენები მოლუსკის ყველანაირ სახეობას უნდა მოერიდონ.

სიმპტომები

მოლუსკზე ალერგიის სიმპტომები ალერგიული საკვების მიღებიდან რამოდენიმე წუთში ან საათში იწყება. სიმპტომები:

  • ამობურცული გამონაყარი, ქავილი ან ეკზემა (ატოპიური დერმატიტი)
  • ტუჩების, ენის, ყელისა და სხეულის სხვა ნაწილების შესიება
  • ხიხინი, ცხვირის დახშობა ან გაძნელებული სუნთქვა
  • ტკივილი მუცლის არეში, ფაღარათი,გულისრევის შეგრზნება და ღებინება
  • თავბრუსხვევა, გულის წასვლის შეგრზნება ან გონების დაკარგვა
  • ჩხვლეტის შეგრძნება პირის ღრუში



ალერგიამ შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე, პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში რეაქცია, რომელსაც ანაფილაქსია ეწოდება. მოლუსკის მიღებით განვითარებული ანაფილაქსიური რეაქცია საგანგებო მდგომარეობაა, რომელიც საჭიროებს ეპინეფრინის (ადრენალინი) ინექციით მკურნალობას და სასწრაფო დახმარების განყოფილებაში გადაყვანას.

ანაფილაქსიის სიმპტომები:

  • შესიება ან ამობურცულობა ყელის არეში(სასუნთქი გზების შევიწროება), რაც აძნელებს სუნთქვას
  • შოკი, რომელსაც თან ახლავს სისხლის მკვეთრი დაცემა
  • სწრაფი პულსი
  • თავბრუსხვევა, გულის წასვლის შეგრზნება ან გონების დაკარგვა



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ალერგოლოს, თუ თქვენ საკვების მიღებიდან მალევე გაგივითარდათ სიმპტომები. ანაფილაქსიის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მოითხოვეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.