შოგრენის სინდრომი
დაავადების აღწერა
შოგრენის სინდრომი არის იმუნური სისტემის დაავადება, რომელიც დგინდება მისი ორი ძირითადი სიმპტომის მიხედვით: თვალებისა და პირს სიმშრალე.
შოგრენის სინდრომი, როგორც წესი, თან ახლავს იმუნური სისტემის სხვა დაავადებებს, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი და მგლურა. შოგრენის სინდრომის დროს, ლორწოვანი მემბრანები და ლორწოს წარმომქმნელი ჯირკვლები თვალებისა და პირის ღრუს არეში პირველ რიგში ზიანდება. მდგომარეობა განაპირობებს ცრემლებისა და ნერწყვის გამოყოფის დაქვეითებას.
მიუხედავად იმისა, რომ სინდრომი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, ადამიანების უმრავლესობა 40 ან მეტი წლისაა დიაგნოზის დასმის დროს. მდგომარეობა გაცილებით ხშირია ქალებში. მკურნალობა მოიცავს სიმპტომების შემსუბუქებას.
გამომწვევი მიზეზი
შოგრენის სინდრომი არის ავტოიმუნური დაავადება. ამ დროს იმუნური სისტემა შეცდომით უტევს საკუთარი ორგანიზმის უჯრედებსა სა ქსოვილებს.
მეცინერებმა არ იციან ,თუ რატომ ვითარდება შოგრენის სინდრომი ზოგიერთ პაციენტში და დანარჩნენებში არა. ზოგიერთი გენი ადამიანს დაავადების მიმართ მიდრეკილს ხდის, თუმცა დაავადების გამოსავლენად საჭიროა რაიმე გამომწვევი მექანიზმი, როგორიცაა ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია.
შოგრენის სინდრომის დროს, იმუნური სისტემა პირველ რიგში უტევს ლორწოს წარმომქმნელ ჯირკვლებს თვალებისა და პირის ღრუს არეებში. თუმცა დაავადების დროს შესაძლოა დაზიანდეს ორგანიზმის სხვა ნაწილებიც, მაგალითად:
- სახსრები
- ფარისებრი ჯირკვალი
- თირკმელები
- ღვიძლი
- ფილტვები
- კანი
- ნერვები
სიმპტომები
შოგრენის სინდრომის ორი ძირითადი სიმპტომი:
- თვალების სიმშრალე. თვალებში შესაძლოა აღინიშნებოდეს წვის, ქავილის ან ქვიშიანობის შეგრძნება.
- პირის ღრუს სიმშრალე. პირის ღრუში შესაძლოა პაციენტს აღენიშნებოდეს შეგრზნება, რომ პირი სავსეა ბამბით, რაც აძნელებს ყლაპვის და ლაპარაკის გაძნელებას.
შოგრენის სინდრომის მქონე ზოგიერთ ადამიანს ასევე აღენიშნება:
- სახსრების ტკივილი, შესიება და გაშეშება
- სანერწყვე ჯირკვლების შესიება, განსაკუთრებით ქვედა ყბის უკან და ყურების წინ მდებარე ჯირკვლებში
- გამონაყარი კანზე ან კანის სიმშრალე
- ვაგინის სიმშრალე
- მუდმივი, მშრალი ხველა
- გახანგრძლივებული დარლილობა