ძილის ობსტრუქციული აპნოე

დაავადების აღწერა

ძილის ობსტრუქციული აპნოე პოტენციურად საშიში დაავადებაა, რომლის დროსაც სუნთქვა განმეორებითად წყდება და გრძელდება ძილის დროს.

არსებობს ძილის აპნოეს რამდენიმე ტიპი, მაგრამ ყველაზე ხშირია ძილის ობსტრუქციული აპნოე, რომელიც გამოწვეულია ხახის კუნთების ხანგამოშვებითი მოდუნებითა და სასუნთქი გზების დახშობით ძილის დროს. ყველაზე შესამჩნევი სიმპტომია ხვრინვა.

ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ძილის ობსტრუქციული აპნოე, მაგრამ მდგომარეობა უფრო ხშირია შუახნის ან ხანშიშეულ მოზრდილებში და ჭარბწონიან ადამიანებში.

ძილის ობსტრუქციული აპნოეს მკურნალობა მოიცავს სასუნთქი მოწყობილობების გამოყენებას, რომლებიც სასუნთქი გზების დახშობის საშუალებას არ აძლევენ ხახის მოდუნებულ კუნთებს. ზოგჯერ, ტარდება ცხვირის, პირის ღრუს ან ხახის სტრუქტურის შემცვლელი პროცედურები.

გამომწვევი მიზეზი

ძილის ობსტრუქციული აპნოე ვითარდება, როცა ხახის უკანა კუნთები დუნდება. ეს კუნთები იჭერენ რბილ სასას– სამკუთხედის ფორმის ქსოვილს, რომელიც მდებარეობს ხახის კედლებს შორის, ენის ზემოთ.

როცა კუნთები დუნდება, სასუნთქი გზა ვიწროვდება და იხშობა ჩასუნთქვასთან ერთად, რაც ართულებს სუნთქვას, შესაძლოა 10–20 წამით. ეს შეიძლება გახდეს ორგანიზმში ჟანგბადის დონის შემცირების მიზეზიც. თავის ტვინი აღიქვამს სუნთქვის შეჩერებას, გაღვიძებთ, რათა სასუნთქი გზა გაიხსნას. გაღვიძება იმდენად ხანმოკლეა, რომ ხშირად არც გახსოვთ.

ზოგჯერ პაციენტს ეღვიძება და აწუხებს სუნთქვის უკმარისობა, თუმცა ეს სიმპტომი რამდენიმე ჩასუნთქვის შემდეგ ქრება. შესაძლოა გამოსცეთ მოხრჩობის, ხვრინვის ხმიანობა.

ეს სიმპტომები შეიძლება საათში 5–30 ჯერ განმეორდეს, მთელი ღამის განმავლობაში. ამის გამო, ირღვევა ძილის ფაზები და გრძნობთ თავს გადაღლილად, გაწუხებთ ჭარბი ძილიანობა დღის განმავლობაში.

ძილის ობსტრუქციული აპნოეს მქონე პაციენტი შეიძლება ვერც ხვდებოდეს, რომ ძილი დარღვეული აქვს. ზოგიერთი ასეთი ადამიანი ფიქრობს, რომ კარგად სძინავს.

სიმპტომები

ძილის ობსტრუქციული აპნოე ვლინდება სიმპტომებით:

  • ჭარბი ძილიანობა დღისით
  • ხმამაღალი ხვრინვა
  • სუნთქვის ეპიზოდური შეჩერება ძილის დროს
  • სწრაფი გაღვიძება, სუნთქვის უკმარისობით
  • გაღვიძება, პირის სიმშრალე ან ყელის ტკივილი
  • გაღვიძება, ტკივილი გულმკერდის არეში
  • დილის თავის ტკივილი
  • კონცენტრირების უნარის დაქვეითება
  • განწყობის ცვლილებები, როგორიცაა დეპრესია ან გაღიზიანება
  • უძილობა
  • მაღალი არტერიული წნევა



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ თავად გრძნობთ, ან თქვენი პარტნიორი ამჩნევს, რომ გახასიათებთ ეს სიმპტომები:

  • ხმამაღალი ხვრინვა, რომელიც გაღვიძებთ ან სხვას აწუხებს
  • სუნთქვის უკმარისობა, რომელიც გაღვიძებთ
  • სუნთქვითი პაუზები
  • დაღლილობა დღისით, რომელიც იწვევს სამსახურში, ტელევიზორის ყურებისას ან მანქანის მართვისას ჩაძინებას



უმეტესად, პაციენტები არ თვლიან, რომ ხვრინვა რაიმე მდგომარეობის სიმპტომია. ასევე, ძილის აპნოე აუცილებლად არ იწვევს ხვრინვას. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ხვრინვა იმდენად ხმამაღალია, რომ გაწუხებთ, განსაკუთრებით თუ მას მოსდევს სიჩუმის პერიოდები.

ძილის ობსტრუქციული აპნოეს დროს, ხვრინვა განსაკუთრებით ხმამაღალია, როცა პაციენტს ზურგზე დაწოლილს ძინავს, ხოლო ხმადაბალია როცა გვერდზე წევს.

კითხეთ ექიმს თქვენი პრობლემის შესახებ, განსაკუთრებით თუ ძილის დეფიციტის გამო გადაღლილი, გაღიზიანებული ხართ. ჭარბი ძილიანობა დღისით სხვა დაავადებებმაც შეიძლება გამოიწვიოს, როგორიცაა ნარკოლეფსია.