ძილთან დაკავშირებული კვების აშლილობა
დაავადების აღწერა
ძილთან დაკავშირებული კვების აშლილობის მქონე პაციენტებს აღენიშნებათ საკვების კომპულსიურად მიღება ღამის განმავლობაში სომნამბულიზმის (ძილის დროს სიარული) დროს. ადამიანს აქვს დარღვეული ცნობიერება, როდესაც ამზადებს საკვებს და მიიღტმევს მას. მეორე დილით, როგორც წესი, პაციენტს ამ საქციელის გახსენება უჭირს.
ძილთან დაკავშირებული კვების აშლილობა შესაძლოა იყოს საშიში სამზარეულოს გამოყენების თვალსაზრისით, რადგან ამ დროს პაციენტმა რაიმე მომწამვლელი ნივთიერება შეიძლება მიიღოს. როგორც წესი, პაციენტი იღებს ნახშირწყლებითა და ცხიმებით მდიდარ საკვებს შეტევის დროს, თუმცა შესაძლოა მიირთვას უცნაური ნივთები, როგორიცაა ყავის ფხვნილი, სიგარეტის ნამწვი ან გაყინული საკვები. დაავადებამ შესაძლოა გამოიწვიოს წონის პრობლემები, დიაბეტის ცუდი კონტროლი ან კბილების პრობლემები.
ძილთან დაკავშირებული კვების აშლილობა ხშირია ქალებში და როგორც წესი, 20 წლის ასაკიდან იწყენა. მდგომარეობა ხშირად ვითარდება მოუსვენარი ფეხების სინდრომის მქონე პაციენტებში, რაც მათ კავშირზე მიუთითებს. დაავადება შესაძლოა უკავშირდებოდეს ძილის სხვა პათოლოგიებსაც, როგორიცაა ობსტრუქციული ძილის აპნოე. მდგომარეობა,ზოგიერთ შემთხვევაში, უკავშირდება ხანმოკლე მომქდების ძილის მედიკამენტების გვერდით მოვლენებს, მაგალითად ზოლპიდემისას(ამბიენი, ედლუარი, ზოლპიმისტი).