ენტეროცელე
დაავადების აღწერა
წვრილი ნაწლავის პროლაფსი, იგივე ენტეროცელე, ვითარდება, როდესაც წვრილი ნაწლავი ჩადის მცირე მენჯის ღრუში და აწვება ვაგინის ზედა ნაწილს, რის შედეგადაც ქმნის ამობურცულობას. სიტყვა “პროლაფსი” გულისხმობს ადგილიდან ჩაცურებას ან ჩამოვარდნას.
მშობიარობამ, დაბერებამ და სხვა პროცესებმა, რომლებიც ავითარებენ წნევას მენჯის ფუძეზე, შესაძლოა დაასუსტონ მენჯის ღრუს ორგანოების დამჭერი კუნთები და იოგები. ასეთი მდგომარეობები, რიგ შემთხვევებში, განაპირობებენ წვრილი ნაწლავის პროლაფსს.
წვრილი ნაწლავის პროლაფსის დროს სახლის პირობებში მიღებული ზომები და არაქირურგიული სამკურნალო მეთოდები ხშირად ეფექტურია. მძიმე შემთხვევებში საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.
გამომწვევი მიზეზი
მენჯის ღრუს ფუძეზე გაზრდილი წნევა მენჯის ღრუს ორგანოების პროლაფსის მთავარი გამომწვევი მიზეზია. მდგომარეობები და ქმედებები, რომლებიც ზრდიან წვრილი ნაწლავის და სხვა ფორმის პროლაფსის რისკს:
- ორსულობა და მშობიარობა
- ქრონიკული ყაბზობა ან დაძაბულობა დეფეკაციის დროს
- ქრონიკული ხველა და ბრონქიტი
- სიმძიმეების განმეორებითი აწევა
- ჭარბწონიანობა ან სიმსუქნე
ორსულობა და მშობიარობა
მენჯის ღრუს ორგანოს პროლაფსის ყველაზე ხშირი მიზეზია ორსულობა და მშობიარობა. კუნთები, იოგები და ფასცია, რომლებიც იჭერენ ვაგინას, იჭიმებინა და სუსტდებიან ორსულობის და მშობიარობის დროს. მშობიარობის შემდგომ ენტეროცელე და სხვა ორგანოების პროლაფსი ყველა დედას არ უვითარდება. ზოგიერთ ქალს მენჯის ღრუს არეში ძლიერი კუნთები, იოგები და ფასცია გააჩნია, რომლებიც არასოდეს სუსტდებიან.
სიმპტომები
ენტეროცელს მსუბუქი ფორმები არ იწვევენ სიმპტომებს. მძიმე პროლაფსის შემთხვევაში შესაძლოა აღინიშნებოდეს:
- გამოქაჩვის გრძნობა მენჯის ღრუს არეში, რომელიც მსუბუქდება წოლის პერიოდში
- სისავსიის, ზეწოლის ან ტკივილის შეგრზნება მენჯის არეში
- წელის ტკივილი, რომელიც მსუბუქდება წოლის პერიოდში
- ქსოვილის ამობურცულობა ვაგინაში
- დისკომფორტი ვაგინაში და მტკივნეული სექსი (დისპარეუნია)
წვრილი ნაწლავის პროლაფსის მქონე ქალების უმრავლესობას ასევე აღენიშნება მენჯის ღრუს სხვა ორგანოების პროლაფსი, მაგალითად შარიდს ბუშტის, საშილოსნოს ან სწორი ნაწლავის პროლაფსი.
როდის მივმართოთ ექიმს
პროლაფსის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.