მცირე ზომის სისხლძარღვების დაავადება

დაავადების აღწერა

მცირე ზომის სისხლძარღვების დაავადება არის მდგომარეობა, რომლის დროსაც გულში არსებული პატარა არტერიები ვიწროვდება. მცირე ზომის სიხლძარღვების დაავადება იწვევს გულის დაავადების დროს არსებული სიმპტომების მსგავს გამოვლინებებს, როგორიცაა ტკივილი მკერდის არეში(ანგინა).

პათოლოგიას ასევე კორონარულ მიკროვასკულარ დაავადებას უწოდებენ. მდგომარეობა, როგორც წესი, დგინდება მაშინ, როდესაც ექიმი ამოწმებს გულის მთავარი არტერიების ბლოკადებს, თუმცა ვერ პოულობს რაიმე ტიპის შევიწროვებას ამ დიდი ზომის სიხლძარღვებში, მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომებიგრძელდება.

მიუხედავად იმისა, რომ დაავადება ნემისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, მდგომარეობა ხშირია ქალებში, დიაბეტის მქონე ან მაღალწნევიან პაციენტებში. მცირე ზომის სიხლძარღვების დაავადების მკურნალობა შესაძლებელია, თუმცა რთულია მისი დადგენა.

გამომწვევი მიზეზი

გულში არსებული დიდი ზომის არტერიები იღებენ გულიდან სისხლის გადატუმბვაში მონაწილეობას. ხოლო მცირე ზომის სისხლძარღვები იხსნებიან ფიზიკური დატვირთვის პერიოდში და იკუმშებიან მოსვენების დროს.

გულში არსებული დიდი ზომის სიხლძარღვები ვიწროვდება და იხშობა ათეროსკლეროზის შედეგად. ათეროსკლეროზი წარმოადგენს მდგომარეობას, რომლის დროსაც არტერიებში გროვდება ცხიმოვანი ნივთიერებები. მცირე ზომის არტერიების დაავადების დროს ვიწროვდება გულში არსებული პატარა არტერეიბი. შედეგად ისინი აღარ ფართოვდებიან ფიზიკური დატვირთვის როს. მდგომარეობა განაპირობებს ჟანგბადით მდიდარი სისხლის არასაკმარის მიწოდებას. სისხლძარღვის გაფართოების უუნარობას ენდოთელიუმის დისფუნქცია ეწოდება. პრობლემამ შესაძლოა გამოიწვიოს მცირე ზომის სიხლძარღვების შევიწროება ფიზიკური დატვირთვის ან ემოციური სტრესის დროს. სიხლძარღვებში სისხლის შემცირებული დინება იწვევს ტკივილს მკერდის არეში და სხვა სიმპტომებს, რომლებიც ანგინის ან გულის შეტევის დროს აღმოცენებული სიმპტომების მსგავსია.

სიმპტომები

მცირე ზომის სიხლძარღვების დაავადების სიმპტომები:

  • ტკივილი, მოჭერის შეგრზნება ან დისკომფორტი მკერდის არეში
  • ტკივილი მკერდის არეში, რომელიც უკავშირდება მარცხენა მკლავის ან ყბის დისკომფორტს
  • ტკივილი მკერდის არეში, რომელიც უარესდება ყოველდღიური საქმიანობის ან ემოციური სტრესის დროს.
  • დისკომფორტი კისრის, მხრის, ზურგის ან მუცლის არეში
  • სუნთქვის უკმარისობა
  • უჩვეულო დაღლილობა
  • ენერგიის ნაკლებობა
  • ძილის პრობლემები



თუ თქვენ გიმკურნალეს კორონარული არტერიების დაავადებისთვის ანგიოპლასტიით და სტენტებით, თუმცა სიმპტომები მაინც დარჩა, თქვენ შესაძლოა გქონდეთ მცირე ზომის სიხლძარღვების დაავადება.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ თქვენ აღგენიშნებათ ტკივილი მკერიდს არეში სხვა სიმპტომებთან ერთად, როგორიცაა სუნთქვის უკმარისობა, ოფლიანობა, გულისრევის შეგრძნება, თავბრუსხვევა ან ტკივილი ,რომელიც ვრცელდება მკერდიდან ორივე მკლავის ან კისრის არეში, მიმართეთ ექიმს დაუვყოვნებლივ.

თუ აღინიშნება სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა და ტკივილი მუცლის არეში, რთულია დადგენა, რომ სიმპტომები გამოწვეულია მცირე ზომის სისხლძარღვების დაავადებით. თუმცა მკერდის არეში ტკივილის დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს გამომწვევი მიზეზის დასადგენად.