სომატოფორული აშლილობა

დაავადების აღწერა

სომატოფორმული აშლილობის დროს ადამიანს აქცევს იმ დონემდე აქცევს ყურადღებას ფიზიკურ სიმპტომებს, როგორებიცაა დაღლილობა ან ტკივილი, რომ ეს ხელს უშლის ყოველდღიურ ცხოვრებაში. თქვენ შეიძლება არ გქონდეთ ამ სიმპტომების გამომწვევი რაიმე დაავადების დიაგნოზი.

ფიზიკური სიმპტომების საპასუხოდ გადამეტებულ ფიქრებს, გრძნობებს და ქცევებს შეუძლია გამოიწვიოს ექიმთან ხშირი ვიზიტები. თქვენ შეიძლება თვლით, რომ სერიოზული დაავადება გაქვთ და მუდმივად ეძებდეთ რაიმე ახსნას მაშინაც კი, როდესაც ექიმებს გამორიცხული აქვთ სერიოზული პათოლოგიები. ჯანმრთელობაზე დარდი იმდენად მთავარი ფოკუსი ხდება ცხოვრების, რომ შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

თუ თქვენ გაქვთ სომატოფორმული აშლილობა, თქვენ შეიძლება იყოთ დიდი ფიზიკური და ემოციური სტრესის ქვეშ. მკურნალობას შეუძლია შეგიმსუბუქოთ სიმპტომები და დაგეხმაროთ მათთან გამკლავებაში.

გამომწვევი მიზეზი

სომატოფორმული აშლილობის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა შემდეგმა ფაქტორებმა შეიძლება ითამაშონ როლი:

  • გენეტიკური და ბიოლოგიური ფაქტორები, მაგალითად ტკივილისადმი მაღალი მგრძნობელობა
  • ოჯახის გავლენა, რომელიც შეუძლება იყოს გენეტიკური, გარემოს გამო ან ორივე
  • პესიმისტური ხასიათი, რომელიც ზეგავლენას ახდენს დაავადებებისა და სიმპტომების აღქმაზე
  • ემოციების დამუშავების ან შეგრძნების პრობლემა, რაც აყენებს ფიზიკურ სიმპტომებს პირველ პლანზე.
  • შეძენილი ქცევები – მაგალითად ის ყურადღება, რომელიც მოყვება დაავადების ქონას ან ‘ტკივილის ქცევა’ სიმპტომების საპასუხოდ, მაგალითად ფიზიკური აქტივობისგან თავის არიდება.

სიმპტომები

სომატოფორმული აშლილობის სიმპტომები შეიძლება იყოს:

  • სპეციფიური შეგრძნებები, მაგალითად ტკივილი და სუნთქვის უკმარისობა, ან უფრო ზოგადი სიმპტომები, მაგალითად დაღლილობა და ზოგადი სისუსტე.
  • არ იყოს დაკავშირებული რაიმე კონკრეტულ მიზეზთან ან სამედიცინო პათოლოგიასთან
  • ერთეული სიმპტომი, მრავალი სიმპტომი ან ცვალებადი სიმპტომები.
  • მსუბუქი, საშუალო და მწვავე
  • ყველაზე ხშირი სიმპტომი არის ტკივილი, თუმცა სიმპტომისდა მიუხედავად, თქვენ გაქვთ გადამეტებული ფიქრები, გრძნობები და ქცევები ამ სიმპტომებთან დაკავშირებით, რაც გიქმნით სერიოზულ პრობლემებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.



გადამეტებულ ფიქრებს, გრძნობებს და ქცევას მიეკუთვნება:

  • პოტენციურ დაავადებაზე ხშირი დარდი
  • ჩვეული შეგრძნებების მძიმე დაავადების ნიშნებად აღქმა
  • სიმპტომების შესაძლო გართულებებზე დარდი, მაშინაც კი, როდესაც დარდი დაუსაბუთებელია
  • ფიზიკური გრძნობების სერიოზულ და სიცოცხლისთვის საშიშ პრობლემებად აღქმა
  • შიში, რომ სამედიცინო გამოკვლევები არ იყო დამაჯერებელი
  • შიში, რომ ფიზიკურ აქტივობას შეუძლია დააზიანოს ორგამიზმი
  • სხეულის ხშირი შემოწმება ცვლილებებზე
  • ხშირი ვიზიტი ექიმებთან, რომლის დროსაც თქვენი დარდი არ უმჯობესდება ან უარესდება
  • მკურნალობის უშედეგობა ან მედიკამენტების გვერდითი ეფექტებისადმი გაძლიერებული მგრძნობელობა
  • სამედიცინო მდგომარეობის დროს მოსალოდნელ გართულებაზე უფრო მძიმე გართულება.



სომატოფორმული აშლილობის დროს, სპეციფიკურ ფიზიკურ სიმპტომებს მნიშვნელოვანი არის ის, თუ როგორ აღიქვამთ ამ სიმპტომებს და რამდენად გიშლიან ისინი ხელს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

როდის მივმართოთ ექიმს

იმის გამო, რომ შეშფოთებული ხართ სიმპტომებზე და შესაძლო დაავადებაზე, ეწვიეთ ოჯახის ექიმს. იმის გამო, რომ სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს ჯანმრთელობის პრობლემით, მნიშვნელოვანია ექიმის მიერ ჩატარებული სწორი გამოკვლევა.

თუ თქვენი ექიმი მიიჩნევს, რომ გაქვთ სომატოფორმული აშლილობა, მან შეიძლება გადაგამისამართოთ ფსიქოლოგთან ან სხვა სპეციალისტთან.

ახლობლის დახმარება

როდესაც ჩნდება ფიზიკური სიმპტომები, რომლებიც სომატოფორმულ აშლილობად ჩაითვლება, ადამიანს შეიძლება გაუძნელდეს იმის დაჯერება, რომ მას სიცოცხლისთვის საშიში დაავადება არ სჭირს. სიმპტომებს შეუძლიათ დიდი პრობლემა შეუქმნან ადამიანებს და დარწმუნება ხშირად არ ჭრის. ეცადეთ, რომ დაითანხმოთ თქვენი ახლობელი ადამიანი ფსიქოლოგთან ან სხვა სპეციალისტთან ვიზიტზე, რომელიც მას დაეხმარება სიმპტომებთან გამკლავებაში.

ფიზიკურ უუნარობის დროს ადამიანს შეიძლება დაჭირდეს დამატებითი ზრუნვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ოჯახში და ურთიერთობებში დიდი სტრესი. თუ თქვენ, როგორც მომვლელი, გრძნობთ სტრესს, დაფიქრდით ფსიქოლოგიური დახმარების მიღებაზე.