ზურგის ტვინის არტერიოვენოზური მალფორმაციები

დაავადების აღწერა

ზურგის ტვინის არტერიოვენოზური მალფორმაციები (ავმ) არის ზურგის ტვინში ან მასთან ახლოს მდებარე სისხლძარღვების პათოლოგიური გადახლართვა.მკურნალობის გარეშე ზურგის ტვინის ავმ შეუძლია სამუდამოდ დააზიანოს ზურგის ტვინი.

ჟანგბადით მდიდარი სისხლი ზურგის ტვინში არტერიებით შედის, რომლებიც შემდეგ იყოფიან უფრო წვრილ სისხლძარღვებად (კაპილარები). ზურგის ტვინი იყენებს ჟანგბადს არტერიული სისხლიდან, შემდეგ კი ეს სისხლი ვენების გავლით მიდის გულში და ფილტვებში. ზურგის ტვინის ავმ დროს სისხლი არტერიებიდან პირდაპირ ვენებში გადადის, კაპილარების გვერდის ავლით.

სისხლის მიმოქცევის მოშლას შეუძლია გამოიწვიოს ზურგის ტვინის ქსოვილის დაზიანება ან სიკვდილი. ზურგის ტვინის სისხლძარღვები შეიძლება გასკდნენ და გამოიწვიოს სისხლდენა (ჰემორაგია). ხანდახან ზურგის ტვინის ავმ იზრდება და აწვება ზურგის ტვინს.

ზურგის ტვინის ავმ შეიძლება დიაგნოზირებული არ იყოს თუ ნიშნები და სიმპტომები არ გექნებათ. მკურნალობის მეთოდია ოპერაციის ჩატარება, რომელიც აჩერებს ან ასწორებს ზურგის ტვინის დაზიანებას.

გამომწვევი მიზეზი

ზუსტი მიზეზი უცნობია. ადრე თვლიდნენ, რომ ზურგის ტვინის ავმ თანდაყოლილი იყო, თუმცა მეცნიერები ახლა ასე აღარ მიიჩნევენ.

სიმპტომები

ავმ მქონე ადამიანების უმრავლესობას შესამჩნევი სიმპტომები არ აქვთ.

როდესაც სიმპტომები ვითარება, ისინი დამოკიდებულია ავმ სიმწვავეზე და მდგებარეობაზე. სიმპტომები ძირითადად 20-30 წლის ასაკში ჩნდება, თუმცა ზურგის ტვინის ავმ მქონე ადამიანების 20% 16 წლის ქვევითაა. 

სიმპტომები შეიძლება გაჩნდეს უეცრად ან დროთა განმავლობაში. ისინია:

  • სიარულის ან კიბეზე ასვლის გაძნელება
  • მგრძნობელობის დაკარგვა, ჩხვლეტის შეგრძნება ან უეცარი ტკივილი ფეხებში
  • სხეულის ერთ ან ორივე მხარეს სისუსტე



მდგომარეობის გართულებასთან ერთად, შეიძლება გაჩნდეს დამატებითი სიმპტომები:

  • მგრძნობელობის მოშლა ფეხებში
  • დეფეკაციის და შარდვის პრობლემები
  • ტკივილი ზურგის ქვემო ნაწილში
  • თავის ტკივილი
  • კისრის გაშეშება
  • სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ზურგის ტვინის ავმ რომელიმე ნიშანი ან სიმპტომი.