პროსტატის მეოთხე სტადიის კიბო
დაავადების აღწერა
მე-4 სტადიის პროსტატის კიბო არის სიმსივნე, რომელიც იწყება პროსტატაში და შემდეგ მოიცავს ახლომდებარე ორგანოებს ან ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებში.
მე-4 სტადიის პროსტატის კიბო იშვიათი დიაგნოზია. პროსტატის კიბოების აღმოჩენა ჩვეულებრივ უფრო ადრეულ სტადიებზე ხდება, როდესაც სიმსივნე პროსტატას არ გასცდენია.
მკურნალობამ შეიძლება შეაჩეროს ან დააპატარვოს პროსტატის კიბო, თუმცა კაცების უმეტესობისთვის მე-4 სტადიის პროსტატის კიბო განუკურნებელია. მკურნალობას შეუძლია გაგიხანგრძლივოთ ცხოვრება და შეგიმსუბუქოთ კიბოს ნიშნები და სიმპტომები.
გამომწვევი მიზეზი
ექიმებმა არ იციან რა იწვევს მე-4 სტადიის პროსტატის კიბოს.
მე-4 სტადიის პროსტატის კიბო ვითარდება, როდესაც სიმსივნე იმდენად იზრდება, რომ ჩაითრევს მეზობელ ორგანოებს ან როდესაც სიმსივნური უჯრედები მოწყდებიან პროსტატას და გავრცელდებიან სხეულის სხვა ნაწილებში.
პროსტატის კიბოს მოწყვეტილი უჯრედები ყველაზე ხშირად ვრცელდებიან:
- ლიმფურ კვანძებში
- ძვლებში
- ღვიძლში
სიმპტომები
მე-4 სტადიის პროსტატის კიბოს ნიშნები და სიმპტომებია:
- მტკივნეული შარდვა
- შარდის ნაკადის შესუსტება
- სპერმაში სისხლი
- ერექტილური დისფუნქცია
- ძვლების ტკივილი
- ფეხების შეშუპება
- დაღლილობა
- ხშირი ინფექციები
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ რომელიმე ნიშანი ან სიმპტომი.