სტრიები

დაავადების აღწერა

სტრიები არის ვარდისფერი, წითელი ან იასამნისფერი ზოლები, რომლებიც ჩნდება მუცელზე, მკერდზე, მხარზე, დუნდულოებზე, ბარძაყებზე და საბოლოოდ გარდაიქმნებიან თეთრად ან ნაცრისფრად. სტრიები ხშირია ფეხმძიმე ქალებში, განსაკუთრებით ფეხმძიმობის მეორე ნახევარში. მკურნალობა შედეგად სტრიები უფერულდება, თუმცა არ ქრება.

გამომწვევი მიზეზი

სტრიებს იწვევს კანის გაჭიმვა. სტრიები უფრო შესამჩნევია თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონ კორტიზონის სიჭარბისას. კორტიზონი ასუსტებს კანის ელასტიურ ბოჭკოებს.

სტრიები სხვადასხვა სიტუაციებში ჩნდება. მათ შორისაა:

  • ფეხმძიმობა. ფეხმძიმე ქალების უმეტესობას უჩნდება სტრიები ორსულობის ბოლოს. ამის მიზეზია კანის გაჭიმვა და ჰორმონული ფაქტორები.
  • წონაში მომატება. სტრიები ჩნდება წონაში საგრძნობი მატების დროს. მძლეოსნებს უჩნდებათ სტრიები მხრებზე. მოზარდებს შეიძლება განუვითარდეთ სტრიები სწრაფი ზრდის შედეგად.
  • მედიკამენტების გამოყენება. კორტიკოსტეროიდულ კრემებს, ლოსიონებს, ტაბლეტებს და ორალური სისტემური სტეროიდების ქრონიკულ გამოყენებას შეუძლია გამოიწვიოს სტრიების გაჩენა.
  • მდგომარეობები და დაავადებები. კუშინგის სინდრომი და თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიები იწვევს სტრიების დიდ ფართობზე გაჩენას. მას აგრეთვე იწვევს მარფანის სინდრომი, ელერ-დანლოს სინდრომი და სხვა თანდაყოლილი დაავადებები.

სიმპტომები

ყველა სტრია ერთნაირი არაა და დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ხანია გაქვთ, რამ გამოიწვია იგი, სხეულის რა ნაწილზეა და როგორი ტიპის კანი გაქვთ. ხშირი ფორმებია:

  • დაკბილული ზოლები კანზე
  • მრავლობითი ვარდისფერი, წითელი ან იასამნისფერი ზოლები
  • ნათელი ზოლები, რომლებიც შემდეგ უფერულდება ღია ვარდისფერ, თეთრ ან მონაცისფრო ფერად



სტრიები ხშირია მუცელზე, მკერდზე, მხრებზე, დუნდულოებზე და ბარძაყებზე. ხანდახან ისინი დიდ ფართობს მოიცავენ.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ სტრიები გაწუხებენ ან იკავებენ დიდ ფართობს. თქვენი ექიმი დაგეხმარებათ სტრიების გაჩენის მიზეზის გარკვევაში და დაგინიშნავთ მკურნალობას.