ღორის გრიპი (H1N1)

დაავადების აღწერა

ტერმინი ღორის გრიპი გულისხმობს გრიპის ვირუსს, რომელიც გვხვდება ღორებში. იშვიათად, ვირუსი შეიძლება ღორებიდან ადამიანებზე, განსაკუთრებით ფერმერებზე და ვეტერინარებზე გავრცელდეს. უფრო იშვიათად, ვირუსი შეიძლება ერთი ადამიანიდან მეორეს გადაეცეს.

H1N1 შტამით გამოწვეული რესპირატორული ინფექცია პირველად 2009 წლის გაზაფხულზე გამოვლინდა. პირველი შემთხვევებიდან რამდენიმე თვეში, H1N1-თან დაკავშირებული ვირუსის რაოდენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით იზრდებოდა, რის შედეგადაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ღორის გრიპი გლობალურ პანდემიად გამოაცხადა.

პანდემია დასრულებლად გამოაცხადეს 2010 წლის აგვისტოში. ამჟამად H1N1 კიდევ გვხვდება ადამიანებში როგორც სეზონური გრიპი და იგი შედის გრიპის სეზონურ აცრაში.

გამომწვევი მიზეზი

გრიპის ვირუსი აზიანებს ცხვირის, ყელის და ფილტვების ამომფენ უჯრედებს. ვირუსი ორგანიზმში ხვდება ჰაერ-წვეთოვანი და კონტაქტური გზით.

თქვენ არ დაგემართებათ ღორის გრიპი ღორის ხორცის ჭამით.

სიმპტომები

ღორის გრიპის სიმპტომები ჰგავს გრიპის სხვა შტამების სიმპტომებს:

  • ტემპერატურის მომატება
  • ხველა
  • ყელის ტკივილი
  • სურდო
  • სხეულის ტკივილი
  • თავის ტკივილი
  • შეციება
  • დაღლილობა
  • ფაღარათი
  • პირღებინება



ღორის გრიპის სიმპტომები ჩნდება ვირუსის შემოჭრიდან 1-3 დღის შემდეგ და გრძელდება 7 დღის განმავლობაში.

როდის მივმართოთ ექიმს

არ არის საჭირო ექიმთან მისვლა თუ ჯანმრთელი ადამიანი ხართ და გაქვთ გრიპის ნიშნები, როგორებიცაა ტემპერატურის მომატება, ხველა და სხეულის ტკივილი. მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ გრიპის სიმპტომები და ხართ ორსულად და გაქვთ ქრონიკული დაავადება, მაგალითად ემფიზემა ან გულის დაავადება.