თრომბოციტოპენია

დაავადების აღწერა

თრომბოციტოპენია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლში არის თრომბოციტების ნაკლებობა. თრომბოციტები არიან უფერული უჯრედები, რომლებიც მონაწილეობენ სისხლდენის შეჩერებაში თრომბის წარმოქმნის გზით.

თრომბოციტოპენია ხშირად ვითარდება სხვა დაავადების, მაგალითად ლეიკემიის ან იმუნური სისტემის პათოლოგიის გამო. იგი აგრეთვე შეიძლება მედიკამენტების გვერდითი ეფექტი იყოს. იგი გვხვდება როგორც ბავშვებში, ასევე ზრდასრულებში.

თრომბიციტოპენია შეიძლება იყოს მსუბუქი და იწვევდეს რამდენიმე ნიშანს ან სიმპტომს. იშვიათ შემთხვევაში, თრომბოციტების რაოდენობა შეიძლება იმდენად დაბალი იყოს, რომ განვითარდეს შინაგანი სისხლდენა. არსებობს მკურნალობის სხვადასხვა მეთოდები

გამომწვევი მიზეზი

მდგომარეობას, როდესაც რაიმე მიზეზით თრომბოციტების რაოდენობა ნორმაზე დაბლა დადის, თრომბოციტოპენია ეწოდება.. ნორმაში, მოცირკულირე სისხლის თითოეულ მიკროლიტრში 150 ათასიდან 450 ათასამდე თრომბიციტი გვხვდება. იმის გამო, რომ თრომბოციტი მხოლოდ 10 დღე ცოცხლობს, ორგანიზმი მუდმივად გამოიმუშავებს ახალ თრომბოციტებს ძვლის ტვინში.

თრომბოციტოპენია შეიძლება თანდაყოლილი იყოს ან განვითარდეს სხვადასხვა მედიკამენტის მიღების ან დაავადების დროს. მიზეზისდა მიუხედავად, მოცირკულირე თრომბოციტების რაოდენობა მცირდება შემდეგი მიზეზებით: თრომბოციტების გაჭედვა ელენთაში, თრომბოციტების წარმოქმნის დაქვეითება ან თრომბოციტების განადგურების გაზრდა.

თრომბოციტების გაჭედვა

ელენთა არის პატარა ორგანო რომელიც მდებარეობს მუცლის მარცხენა ნაწილში ნეკნების ქვეშ. ნორმაში, ელენთა ებრძვის ინფექციებს და სისხლიდან ფილტრავს უსარგებლო ნაერთებს. სხვადასხვა მდგომარეობის დროს გადიდებულმა ელენთამ შეიძლება მეტი თრომბოციტი დაიტიოს, რაც გამოიწვევს მოცირკულირე თრომბოციტების რაოდენობის შემცირებას.

თრომბოციტების წარმოქმნის დაქვეითება

თრომბოციტები წარმოიქმნება ძვლის ტვინში. თუ წარმოქმნა შემცირებულია, შეიძლება განვითარდეს თრომბოციტოპენია. ფაქტორები, რომლებიც აქვეითებენ თრომბოციტების წარმოქმნას:

  • ლეიკემია
  • ანემიის ზოგიერთი ფორმა
  • ვირუსული ინფექციები, მაგალითად C ჰეპატიტი და აივ
  • ქიმიოთერაპიული მედიკამენტები
  • ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება



თრომბოციტების დაშლის გაძლიერება

ზოგიერთი მდგომარეობა იწვევს თრომბოციტების გამოენების ან დაშლის გაზრდას. ეს იწვევს სისხლის მიმოქცევაში თრომბოციტების ნაკლებობას. ასეთი მდგომარეობების მაგალითებია:

  • ორსულობა. ორსულობით გამოწვეული თრომბოციტოპენია მსუბუქია და მშობიარობიდან მალევე ქრება.
  • იმუნური თრომბოციტოპენია. ეს ფორმა გამოწვეულია აუტომუნური დაავადებებით, მაგალითად მგლურათი და რევმატოიდული ართრიტით. ორგანიზმი შეცდომით უტევს და ანადგურებს თრომბოციტებს. თუ მიზეზი უცნობია, მას ეწოდება იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა. ეს ფორმა ხშირად ვითარდება ბავშვებში.
  • სისხლში ბაქტერიის არსებობს. სისხლის მრავალ ბაქტერიულ ინფექციას (ბაქტერიემია) შეუძლია გამოიწვიოს თრომბოციტების განადგურება.
  • თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა. ეს იშვიათი დაავადება ვითარდება, როდესაც პატარა თრომბები უეცრად წარმოიქმნება მთელ ორგანიზმში, რომლის დროსაც ბევრი თრომბოციტი გამოიყენება.
  • ჰემოლიზური ურემიული სინდრომი. ეს იშვიათი დაავადება იწვევს თრომბოციტების რაოდენობის მკვეთრ დაცემას, ერითროციტების განადგურებას და თირკმლის ფუნქციის დაზიანებას. ხანდახან იგი შეიძლება განვითარდეს ნაწლავის ჩხირის ინფექციასთან ერთად, რომელიც ორგანიზმში უმი ან დაუმუშავებელი ხორცის ჭამის შედეგად ხვდება.
  • მედიკამენტები.ზოგიერთი მედიკამენტი ამცირებს სისხლში თრომბოციტების რაოდენობას. ხანდახან წამალი აბნევს იმუნურ სისტემას და აიძულებას მას თრომბოციტების განადგურებას. ასეთი მედიკამენტებია ჰეპარინი, ქვინინი, სულფას შემცვლელი ანტიბიოტიკები და ანტიკონვულსანტები.

სიმპტომები

თრომბოციტოპენიის ნიშნები და სიმპტომებია:

  • ბევრი ან დიდი სისხლჩაქცევები (პურპურა)
  • ზედაპირული სისხლდენა კანში, რაც გამოიხაება მოწითალო წერტილოვანი ლაქებით, ხშირად ფეხების ქვემო ნაწილში
  • ჭრილობის შემდეგ გახანგრძივებული სისხლდენა
  • ღრძილებიდან ან ცხვირიდან სისხლდენა
  • სისხლი შარდში ან განავალში
  • უჩვეულოდ ძლიერი მენსტრუალური სისხლდენა
  • დაღლილობა
  • ელენთის გადიდება
  • სიყვითლე



როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ თრომბოციტოპენიის რომელიმე ნიშანი ან სიმპტომი.

სისხლდენა, რომელიც არ ჩერდება გადაუდებელ დახმარებას მოითხოვს. სასწრაფოდ მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება თუ გაქვთ სისხლდენა, რომელსაც პირველადი დახმარების მეთოდებით, მაგალითად სისხლდენის ადგილზე ზეწოლით ვერ აჩერებთ.